პელეს გარდაცვალებამ მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის თემას ახალი სიმძაფრე შესძინა. შესაძლოა სხვადასხვა ეპოქის გამორჩეულ ვარსკვლავთა შედარება სწორი არც არის, მაგრამ ფეხბურთს კამათი ახასიათებს და „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასაც მოუხდა პასუხის გაცემა კითხვაზე: ვინ არის ისტორიაში უდიადესი? „ვფიქრობ, ნეიმარმა დიდებულად თქვა: პელემდე ათიანი უბრალოდ ნომერი იყო, მის შემდეგ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ყველა დიდ...
ჭდე: ალფრედო დი სტეფანო
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
უკან სარა, წინ – პელე
არგენტინელი გენია ლეო მესი ესპანეთის ბომბარდირი (პიჩიჩი) მეშვიდედ გახდა და ამ მაჩვენებლით ტელმო სარას გადაასწრო, რომელიც ესპანეთის მთავარმეგოლე 6-ჯერ აქვს ყოფილა. რაც შეეხება მესის მიღწევას ტოპ 5 ჩემპიონატის მასშტაბით, აქ მისი კონკურენტი გერმანული და, ზოგადად, მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა გერდ მიულერია, რომელიც ასევე 7-ჯერ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო მეგოლე. წელს ლეომ ლა ლიგაში 25 გოლი გაიტანა, ეს...
რეალის დი სტეფანო
გადაწყდა, რომ მადრიდის „რეალი“ საშინაო მატჩები არა „სანტიაგო ბერნაბეუზე“, არამედ, ვალდებებასეში მდებარე მისსავე საწვრთნელ ბაზაზე გამართავს. ეს გადაწყვეტილება კლუბს ზედმეტი საორგანიზაციო ხარჯებისგან თავის არიდების საშუალებას მისცემს. „სეზონის დარჩენილ თამაშებს „ალფრედო დი სტეფანოს“ სტადიონზე ჩავატარებთ, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი რეკონსტრუქცია დაიწყო,“- თქვა კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა. „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალის“ სარეზერვო გუნდი თამაშობდა, რეალ კასტილია, რომელსაც კლუბის...
ბარსამ კრუიფზე უარი თქვა
„ბარსელონას“ ხელმძღვანელობა გუნდის კაპიტნებს დაეკითხა, ლა ლიგის განახლების შემდეგ რომელ სტადიონზე უჯობთ საშინაო მატჩების გამართვა. მოგეხსენებათ, გუნდში ოთხი კაპიტანია: ლეო მესი, ჟერარ პიკე, სერხიო ბუსკეტსი და სერხი რობერტო. სწორედ მათ გადაწყვიტეს რომ ცარიელი ტრიბუნების წინაც კი „კამპ ნოუზე“ თამაში სჯობს, ვიდრე 6-ათასიან „იოჰან კრუიფზე“, რომელიც კლუბის საწვრთნელ ბაზაზე მდებარეობს და ძირითადად „ბარსელონას“ სარეზერვო გუნდს ემსახურება....
როდრიგო, როდრიგო, როდრიგო
ბრაზილიაში მას „ო რაიოს” ანუ ელვას ეძახიან. და მართლაც, 18 წლის როდრიგო გოეშმა გუშინ სამშობლოდან შორს, ესპანეთის დედაქალაქშიც დაამტკიცა, რომ ელვაა — ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „გალათასარაის” კარში ჰეთ-თრიქი შეასრულა. „რეალმა” სტამბოლელებს 6:0 მოუგო. მერედა, როგორი ჰეთ-თრიქი იყო არ იკითხავთ? როდრიგომ ერთი გოლი მარცხენა ფეხით შეაგდო, ერთი მარჯვენათი და ერთიც თავურით. ამრიგად, ბრაზილიელი „რეალის” ისტორიაში გახდა...





