შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში

Home აქეთურ-იქითური შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში
შვედური მაგიდა იტალიურ ფინალში
იტალიის თასის ფინალში ერთმანეთის პირისპირ ტურინის „იუვენტუსი“ და  „ნაპოლი“ წარსდგებიან.
ნახევარფინალში ორივემ მილანური ბარიერი გადალახა – ტურინელებმა „მილანს“ აჯობეს, ნეაპოლელებმა კი ორი მატჩის ჯამში „ინტერი“ დაამარცხეს.
ბუნებრივია, შეხვედრა უმაყურებლოდ ჩაივლის, მაგრამ სერია A-ს გენერალური დირექტორის ლუიჯი დე სიერვოს განცხადება მაინც მოულოდნელი იყო: „მატჩის შემდეგ გუნდები დამოუკიდებლად დაიჯილდოებენ თავს. ცერემონიაში არც ერთი გარეშე პირი არ ჩაერევა. გამარჯვებული გუნდი მოედნის კიდეზე გამოტანილ თასს აიღებს, დამარცხებული კი მედლებს.“ ესეც მთელი ცერემონია…

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".