ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი

Home აქეთურ-იქითური ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი
ბუნდესლიგას ნასტუმრები რეკორდი

გერმანულ ბუნდესლიგაში ახალი რეკორდი დამყარდა – კლუბებმა ერთ სეზონში სტუმრად მოგებული მატჩების საუკეთესო მაჩვენებელი განაახლეს.

ბუნდესლიგის 31-ე ტურში სტუმრებმა ექვსი მატჩი მოიგეს, შედეგად, ამ მაჩვენებელმა სეზონში 106-ს მიაღწია. ძველი შედეგი – 102 გასვლითი მოგებული შეხვედრა 2011-12 წლების სეზონზე მოდის.

ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ გერმანიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ სამი ტურია დარჩენილი.

სატურნირო ცხრილს მიუნხენის „ბაიერნი“ ლიდერობს, რომელსაც 73 ქულა აქვს. მეორე ადგილზე „დორტმუნდია“, რომელიც ბავარიელებს 7 ქულით ჩამორჩება. საუკეთესო სამეულს 62 ქულით „ლაიფციგი“ ხურავს.

ასე რომ, მომდევნო ტურში დიდი შანსია „ბაიერნმა“ ჩემპიონობა იზეიმოს.

Werder Bremen vs Bayern Munich Preview: How to Watch on TV, Live ...
ბუნდესლიგის 31-ე ტურში ბრემენის ვერდერმა სტუმრად პადერბორნი 5:1 გაანადგურა

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.