სამძლეოსნო ფედერაციების საერთაშორისო ასოციაციამ რუსეთის ფედერაციას ვალის გადავადებაზე უარი უთხრა. მოგეხსენებათ, ამ უკანასკნელს ჯერ კიდევ 2015 წელს ჩამოერთვა ასოციაციის წევრობა და 10 მილიონი დოლარი ჯარიმის გადახდაც დაეკისრა. აქედან 5 მილიონი პირობითი ჯარიმაა, მეორე 5 მილიონი კი 1 ივლისამდე უნდა დაიფაროს.საერთაშორისო ასოციაციის პრესმდივანმა ნიკოლ ჯეფრიმ გადაწყვეტილების ურყევობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტოკიოს ოლიმპიადაში მონაწილეობას ვერ მიიღებს ის რამდენიმე რუსი სპორტსმენიც, რომლებსაც აქამდე ნეიტრალური დროშით ასპარეზობის ნება დართეს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?