მესის 20+

მესის 20+
Lionel Messi bags 53rd hat-trick in five-goal demolition of Mallorcaესპანური პრიმერას 28-ე ტურში „ბარსელონამ“ „მალიორკას“ 4:0 მოუგო. ლეო მესის ანგარიშზე გოლი და ორი საგოლე პასია. ლეოსგან ამგვარები გასაკვირი ნამდვილად არაა, მაგრამ არგენტინელი საკუთარ მიღწევებს აუმჯობესებს, რისი გატარებაც არ შეიძლება.
მაშ ასე: მესი შეიქნა პირველი ფეხბურთელი ესპანური პრიმერას ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 12 სეზონის განმავლობაში 20 და მეტი გოლი გაიტანა. სადღეისოდ ლეოს ამ სეზონში 20 გოლი და 14 შედეგიანი გადაცემა მოუგროვდა. მესის ლეგენდარული სერია 2008-2009 წლების სეზონში დაიწყო, როცა 23 გოლი გაიტანა. მისთვის სარეკორდო 2011-2012 წლების სეზონი აღმოჩნდა, როცა ერთბაშად 50-ჯერ დაამწუხრა მეტოქეთა მეკარეები.
ამ სტატისტიკურ კატეგორიაში მეორე ადგილზე კრიშტიანუ რონალდუ გახლავთ. პორტუგალიელმა „რეალის“ სახელით 20 და მეტი გოლი ზედიზედ 9 სეზონში გაიტანა.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".