წელი: 2020

Home 2020
ნოვაკს ვირუსი დაუდასტურდა
ჩანაწერი

ნოვაკს ვირუსი დაუდასტურდა

ბალკანური ტურნირების სერიის ჩატარება უცუდესი იდეა აღმოჩნდა. მოწვეულ ჩოგბურთელთა ნაწილის ინფიცირების შემდეგ, კორონავირუსი მასპინძელს – ნოვაკ ჯოკოვიჩსაც დაუდასტურდა. დადებითი პასუხი აჩვენა ნოვაკის ცოლის ტესტმაც. მსოფლიოს პირველი ჩოგანი ამ ამბავს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა: “ტურნირის ორგანიზება იმ მომენტში გადავწყვიტეთ, როდესაც ვირუსი უკან იხევდა. ჩვენ გვჯეროდა, რომ არსებულ პირობებში ტურნირის ჩატარება დასაშვები იყო. სამწუხაროდ, ვირუსი არსად წასულა და...

ჯოკოვიჩის კლასტერი
ჩანაწერი

ჯოკოვიჩის კლასტერი

მსოფლიო ჩოგბურთს ჯოკოვიჩის კლასტერი შეესია. სერბი მეჩოგნის მიერ მოწყობილ Adria Tour-ის შემდეგ კორონავირუსი ვიქტორ ტროიცკისაც დაუდასტურდა. ნოლეს თანამემამულეს სპეციალური ტესტი ჩაუტარდა, რამაც დადებითი პასუხი აჩვენა. დაინფიცირებულია ტროიცკის მეუღლეც, ხოლო მის მცირეწლოვან გოგონას ვირუსი არ აღმოაჩნდა. ტროიცკიმ ბელგრადში გამართულ Adria Tour-ში მიიღო მონაწილეობა, გასულ კვირას კი „აღმოსავლეთ ევროპის ჩემპიონატზეც“ ითამაშა. ორივე ტურნირზე ტროიცკი ჯოკოვიჩს, ალექსანდრ ზვერევს,...

38.387 არის, 34.087 – გრძელდება
ჩანაწერი

38.387 არის, 34.087 – გრძელდება

„დალას მავერიქსის“ შემადგენლობაში 2011 წლის NBA-ს ჩემპიონმა, ორგზის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილე კირონ ბატლერმა გამოთქვა აზრი, თუ ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ლიგის ისტორიაში. „ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ სიტუაციას. თუ სტატისტიკიდან გამოვალთ, ისტორიის საუკეთესო კალათბურთელი ქარიმ აბდულ-ჯაბარია. მისი კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია. შემდეგ მოდიან ისეთი დონის კალათბურთელები, როგორიც არაინ ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი და მაიკლ...

გიოტცე უკვე წავიდა
ჩანაწერი

გიოტცე უკვე წავიდა

მარიო გიოტცე „დორტმუნდს“ სეზონის ბოლოს დატოვებს, თუმც ის უკვე სახლშია. გერმანული მედიის ცნობით, ფეხბურთელმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ შინ დაბრუნდეს და პირველი შვილის დაბადებით დატკბეს. ისე კი ბუნდესლიგის რეგლამენტის თანახმად, გუნდთან ერთად ისეც ვერ ივარჯიშებდა. მიზეზი, ცოლთან სამშობიაროში ხშირი ვიზიტები გახდა. მარიო „დორტმუნდის“ აღზრდილია. გუნდში 2008 წლიდან 2013 წლამდე თამაშობდა, საიდანაც მიუნხენის „ბაიერნში“ გადავიდა. 2016 წელს...

დე იონგი ბარსელონას დაემუქრა
ჩანაწერი

დე იონგი ბარსელონას დაემუქრა

ესპანური „ბარსელონას“ ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან საკუთარი გუნდის სამედიცინო შტაბის მუშაობით. ფრენკი დე იონგი დაიმუქრა კიდეც, რომ სამკურნალოდ ნიდერნალდებში გაემგზავრება. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. შესაბამისად, არასწორად წარიმართა მკურნალობის პროცესი და დიდი შანსია, დე იონგს სეზონის დარჩენილი ნაწილი გაუცდეს. ექიმებით უკმაყოფილონი არიან სამუელ უმტიტი და უსმან დემბელეც. მათი თქმით, დიაგნოსტიკაში შეცდომების გარდა, არასწორად იგეგმება სარეაბილიტაციო პროცესი და...

აგუეროს ოპერაცია დასჭირდება
ჩანაწერი

აგუეროს ოპერაცია დასჭირდება

„მანჩესტერ სიტის“ მთავარშემტევის, სერხიო აგუეროს მამამ, ლიონელ დელ კასტილიომ, თქვა, რომ მის შვილს მენისკი აწუხებს და სავარაუდოდ, ოპერაცია დასჭირდება. „სერხიოს ვესაუბრე. მას მუხლის ტრავმა აქვს, სავარაუდოდ მენისკი. შემოწმებას ჩაუტარებენ და დაადგენენ, რამდენად მძიმეა დაზიანება. ვფიქრობ, კვირის ბოლოს ბარსელონაში გაუკეთებენ ოპერაციას. ასეთი პრაქტიკა ერთხელ უკვე იყო,“ – უთხრა აგუეროს მამამ მედიას. სერხიო ორშაბათს, პრემიერლიგის 30-ე ტურის...

N1 პორტუგალიელი
ჩანაწერი

N1 პორტუგალიელი

„ბოლონიასთან“ 2:0 მოგებულ შეხვედრაში „იუვენტუსის“ ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვებისა გაიტანა და პირადი რეკორდების დიდ ნუსხაში კიდევ ერთი მოკრძალებული სტრიქონი ჩაწერა. ეს რონის 43-ე გოლი იყო სერია A-ში, რაც ერთით მეტია თანამემამულე რუი კოშტას შედეგზე. კოშტა, „მილანის“ და „ფიორენტინას“ ყოფილი შემტევი ნახევარცველი კარგა ხანს იტალიაში ყველაზე მეტის გამტან პორტუგალიელთა შორის პირველი იყო. ახლა კი კრიშტიანუ გალიდერდა....

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!
ჩანაწერი

კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!

დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს. „ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია. დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები,...

თეთრი სიცოცხლეც ფასეულიაო?…
ჩანაწერი

თეთრი სიცოცხლეც ფასეულიაო?…

საყურადღებო რამ მოხდა მანჩესტერში, სადაც „სიტიმ” „ბარნლის” 5:0 მოუგო. თამაშის დაწყებამდე, როდესაც ფეხბურთელებმა ამერიკაში, თეთრკანიანი პოლიციელის მიერ მოკლული შავკანიანის ხსოვნის პატივსაცემად მოედნის ცენტრში მუხლი მოიყარეს, „ეტიჰედ სთედიუმს”  თვითმფრინავმა გადაუფრინა. თვითმფრინავს ბანერი ჰქონდა გამობმული: White Lives Matter Burnley”. ცოტა ვრცლად: აშშ-ში, კერძოდ მინეაპოლისში, თეთრკანიანმა პოლიციელმა დერეკ ჩოვინმა შავკანიანი ჯორჯ ფლოიდი დაკავების დროს ყელზე მუხლის დაჭერით დაახრჩო,...

ფული სად არის, კარლო?
ჩანაწერი

ფული სად არის, კარლო?

ლივერპულის „ევერტონის“ მთავარ მწვრთნელ კარლო ანჩელოტის დიდი ოდენობით შემოსავლის დაფარვაში, ანუ გადასახადებისთვის თავის არიდებაში ედება ბრალი. საქმე ეხება მისი სამწვრთნელო საქმიანობის ესპანურ პერიოდს, როცა მადრიდის „რეალს“ ედგა სათავეში (2014-2015). იქაური სამართალდამცავების მტკიცებით, ანჩელოტიმ დამალა საიმიჯო უფლებების გაყიდვით მიღებული შემოსავალი და ჯამში ხაზინის 1 მილიონი ევრო მართებს. შეგახსენებთ, რომ ესპანური სამართალდამცავი სისტემა ამ მიმართულებით საკმაოდ მკაცრად...