„დალას მავერიქსის“ შემადგენლობაში 2011 წლის NBA-ს ჩემპიონმა, ორგზის „ყველა ვარსკვლავის“ მატჩის მონაწილე კირონ ბატლერმა გამოთქვა აზრი, თუ ვინ არის საუკეთესო კალათბურთელი ლიგის ისტორიაში.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ შევხედავთ სიტუაციას. თუ სტატისტიკიდან გამოვალთ, ისტორიის საუკეთესო კალათბურთელი ქარიმ აბდულ-ჯაბარია. მისი კარიერა ნამდვილად შთამბეჭდავია. შემდეგ მოდიან ისეთი დონის კალათბურთელები, როგორიც არაინ ლებრონ ჯეიმსი, კობი ბრაიანტი და მაიკლ ჯორდანი“, – თქვა ბატლერმა.
აბდულ-ჯაბარი დაგროვილი ქულების მხრივ რეკორდსმენია. მის ანგარიშზე 38.387 ქულა არის. „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარულმა ცენტრმა კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულა.
ლებრონ ჯეიმსი ჯერ 35 წლის არის. მას დღემდე 34.087 ქულა აქვს გაკეთებული და ფიქრობენ, რომ ლებრონი აბდულ – ჯაბარის რეკორდს დაამხობს, ცხადია, თუ ტრავმებმა არ შეუშალეს ხელი და კარიერა ნაადრევად არ დასრულა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 20:28ზირა, მონდორფი, ვირტუსი…
აქეთურ-იქითური07/06/2026 | 19:21ბეგის თასი მესამე პლატოს
მთავარი ამბავი06/06/2026 | 20:36როლან გაროსი ანდრეევამ მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 14:07ფავორიტები გავარდნენ
