ჭდე: ქარიმ აბდულ – ჯაბარი

Home ქარიმ აბდულ – ჯაბარი
ვარსკვლავცვენაში მამუკელაშვილიც მოჰყვა
ჩანაწერი

ვარსკვლავცვენაში მამუკელაშვილიც მოჰყვა

NBA-ში ვარსკვლავების დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ვარსკვლავებმა თავი იუტაში მოიყარეს. ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისი მონაგარი – 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრააა. სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო,...

38 387
ჩანაწერი

38 387

„ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ოკლაჰომა სიტის“ მესამე მეოთხედის დასრულებამდე 10.9 წამით ადრე ლებრონ ჯეიმსის ნასროლი ბურთი კალათში ჩაეშვა და თამაში დროებით შეწყდა. ბოლომდე გადაჭედილი 19 000-იანი Crypto.com Arena „მეფეს“ ფეხზე წამოუდგა და მეფობა მიულოცა. 38 387 ქულა – ასეთია, ჯერჯერობით, NBA-ს ახალი რეკორდი… რეკორდი, რომელიც აქამდე ქარიმ აბდულ-ჯაბარს ეკუთვნოდა, ახლა ჯეიმსისაა… ლებრონს ისტორიული ამბავი პირველად...

მეფე გვირგვინისკენ მიიწევს
ჩანაწერი

მეფე გვირგვინისკენ მიიწევს

NBA-ში მორიგი დღის მატჩები გაიმართა და ლებრონ ჯეიმსმა კიდევ ერთი უნიკალური რეკორდი დაამყარა – მეფე ლებრონს 40 და მეტი ქულა უკვე ლიგის 30-ვე გუნდთან აქვს ჩაგდებული. ბოლო კლიპერსი იყო. ლოსანჯელესურ დერბიში ლეიკერსმა 115:133 წააგო, ლებრონმა კი 46 ქულა ჩააგდო. მართალია, ამით გუნდს ვერ უშველა, მაგრამ ისტორიული შედეგი დააფიქსირა. ჯეიმსს წლევანდელ სეზონშივე შეუძლია უფრო უნიკალური რეკორდი დაამხოს...

ახალი ისტორია
ჩანაწერი

ახალი ისტორია

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამართულ მატჩებში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. დავიწყოთ „ლოს ანჯელეს ლეიკერსისა“ და „ჰიუსტონ როკეტსის” მატჩით, რომელიც კალიფორნიელებმა სტუმრად მოიგეს – 132:123. ლებრონ ჯეიმსმა საკუთარ გუნდს 32 ქულა, 11-11 მოხსნა და პასით ულიდერა. აღსანიშნავია, რომ ლებრონმა 36 000-ქულიანი ბარიერი გადალახა და NBA-ს ისტორიაში მესამე კალათბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა. ახლა ჯეიმსი ქარიმ აბდულ-ჯაბარისა...

იოკიჩი ლეგენდებს გაუტოლდა
ჩანაწერი

იოკიჩი ლეგენდებს გაუტოლდა

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში „დენვერ ნაგეთსის“ სერბმა ცენტრმა ნიკოლა იოკიჩმა „ფენიქს სანსთან“ მატჩში 32 ქულა, 20 მოხსნა და 10 პასი გაახერხა, მაგრამ მისი გუნდი მაინც დამარცხდა (102:116) და სერიაში 0:3 ჩამორჩა. იოკიჩმა თავი მხოლოდ იმით უნდა დაიმშვიდოს, რომ გასული საუკუნის ლეგენდებს, ქარიმ აბდულ ჯაბარსა და უილტ ჩემბერლენს შეუერთდა, გახდა მესამე კალათბურთელი NBA-ში, რომელმაც...

ტომპსონის სამეული ჯორდანის გარეშე
ჩანაწერი

ტომპსონის სამეული ჯორდანის გარეშე

„გოლდენ სტეიტის“ ვარსკვლავის, კლეი ტომპსონის მამამ, მაიკლ ტომპსონმა, სამი კალათბურთელი დაასახელა, რომელთა შეჩერებაც შეუძლებელია. გეტყვით იმასაც, რომ უფროსი ტომპსონი NBA-ს ორგზის ჩემპიონია. გასაკვირი კი ის არის, რომ სიაში ვერ მოხვდა თვით მაიკლ ჯორდანი. „NBA-ს ისტორიაში შეუჩერებელ კალათბურთელთა შორის მესამე ადგილზე ლებრონ ჯეიმსს დავაყენებდი. პირველი და მეორე ადგილი? ეს უფრო მარტივია. ჩემთვის პირველი ქარიმ აბდულ-ჯაბარია, თავისი...

იოკიჩი ჩემბერლენს დაეწია
ჩანაწერი

იოკიჩი ჩემბერლენს დაეწია

NBA-ში სუპერემატჩი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. სერბმა კალათბურთელმა „მილუოკისთან“ სამმაგი დუბლი შეასრულა – 37 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. მისმა დენვერმა კი 128:97 გაანადგურა იანის ადეტოკუმბოს „მილუოკი“. თავად ბერძენმა კალათბურთელმა 27 ქულა  ჩააგდო, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დენვერელთა ცენტრმა 50-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მიღწევა გაიმეორა. NBA-ს ისტორიაში ცენტრებს შორის მხოლოდ...

ლებრონ უნიკალური
ჩანაწერი

ლებრონ უნიკალური

„ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა უნიკალური რეკორდი დაამყარა. რეკორდი, რომელსაც NBA-ს ლეგენდები, ქარიმ აბდულ ჯაბარი და მაიკლ ჯორდანიც ვერ შეწვდნენ. ელჯეიმ, „დეტროიტ პისტონსთან“ (135:129) მოგებულ მატჩში, 33 ქულა დააგროვა და 801-ე შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც 25 ქულაზე მეტი ჩააგდო. შედეგად, ლებრონი ერთადერთი კალათბურთელია, რომელმაც ამ მხრივ 800-მატჩიან ზღურბლს გადააბიჯა. ყველაზე ახლოს ამ ნიშნულთან სწორედ ზემოთ...

ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს
ჩანაწერი

ბლატს საუკეთესო ყოველთვის ჰყავს

„კლივლენდ კავალიერსის“ ყოფილმა მწვრთნელმა, დევიდ ბლატმა ყოფილი შეგირდის, ლებრონ ჯეიმსის შესახებ ისაუბრა და მისი როლი კალატბურთის ისტორიაში შეაფასა. – ყოველთვის მეკითხებიან ითვლება თუ არა ლებრონი NBA-ს ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელად. ჩემი შეხედულებით, საუკეთესოდ ერთი კალათბურთელის აღიარება არ შეიძლება. ყველა ათწლეულს თავისი სუპერგმირი ჰყავდა და მათი შედარება, მინიმუმ არასერიოზულია. ვფიქრობ, 60-იან წლებში ასეთები იყვნენ უილტ ჩემბერლენი...

ლებრონი ფლეი ოფში საუკეთესოა
ჩანაწერი

ლებრონი ფლეი ოფში საუკეთესოა

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფლეი ოფში ფენომენალურ მატჩებს ატარებს. კალიფორნიულმა გუნდმა დასავალეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში 112:102 დაამარცხა „ჰიუსტონ როკეტსი“, „მეფე ჯეიმსმა“ კი 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება მიითვალა და ლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნა. ლებრონმა ფლეი ოფში 162-ე მატჩი მოიგო და ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მანამდე ჯეიმსს პირველობა დერეკ ფიშერთან...