NBA-ში სუპერემატჩი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. სერბმა კალათბურთელმა „მილუოკისთან“ სამმაგი დუბლი შეასრულა – 37 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. მისმა დენვერმა კი 128:97 გაანადგურა იანის ადეტოკუმბოს „მილუოკი“. თავად ბერძენმა კალათბურთელმა 27 ქულა ჩააგდო, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
დენვერელთა ცენტრმა 50-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მიღწევა გაიმეორა. NBA-ს ისტორიაში ცენტრებს შორის მხოლოდ მათ აქვთ 50 სამმაგი დუბლი შესრულებული. საამისოდ, ჩემბერლენს 703 მატჩი დასჭირდა, იოკიჩს – 416.
ამავდროულად, იოკიჩი კიდევ ერთ ლეგენდას, ქარიმ აბდულ-ჯაბარს წამოეწია. ორივეს რვა სამმაგი დუბლი ისე აქვთ შესრულებული, რომ 30 ქულას ასცდნენ. ამ მხრივ რეკორდსმენი ჩემბერლენია, რომელმაც იგივე 27-ჯერ გააკეთა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:12ა-პოლომ ლიგას გახედა
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
