სანდრო მამუკელაშვილის პირველი ქულები NBA-ში – ჩვენებურმა „ბრუკლინთან“ სადებიუტო მატჩში ვერაფერი ჩააგდო, მაგრამ „მაიამი ჰიტთან“ აინაზღაურა. მატჩი „ჰიტმა“ 137:95 მოიგო. სანდრო სათადარიგო იყო, მაგრამ მალევე ჩაერთო თამაშში და ჯამში 27 წუთი გაატარა. ეს უფრო იმიტომ, რომ „მილუოკი ბაქსის“ ძირითადი შემადგენლობა ისე სუსტად თამაშობდა, რომ თამაშის ბედი ნაადრევად გადაწყდა. სანდრომ 12 ქულა, 4 მოხსნა და 1...
ჭდე: იანის ადეტოკუმბო
ხუთი სამმაგი
NBA-რეგულარული სეზონის ერთ სათამაშო დღეს ხუთი სამმაგი დუბლი დაფისირდა, რაც ისტორიაში პირველად მოხდა. პირველი სამმაგი „ოკლაჰომა“-„ნიუ იორკის“ მატჩში (97:119), გამარჯვებულთაგან ჯულიუს რენდლმა აჩვენა – 26 ქულა, 12 მოხსნა, 12 პასი. „ბრუკლინისა“ და „დეტროიტის“ (100:95) შეხვედრაში თავი წაგებულთა მცველმა ჯეიმს ჰარდენმა გამოიჩინა – 24 ქულა, 10 მოხსნა, 10 პასი. „ფინიქსმა“ 111:122 წააგო „ინდიანასთან“, რომლის რიგებში გამორჩეული...
იოკიჩი ჩემბერლენს დაეწია
NBA-ში სუპერემატჩი ჰქონდა ნიკოლა იოკიჩს. სერბმა კალათბურთელმა „მილუოკისთან“ სამმაგი დუბლი შეასრულა – 37 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი. მისმა დენვერმა კი 128:97 გაანადგურა იანის ადეტოკუმბოს „მილუოკი“. თავად ბერძენმა კალათბურთელმა 27 ქულა ჩააგდო, მაგრამ მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. დენვერელთა ცენტრმა 50-ე სამმაგი დუბლი გაიფორმა და ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის მიღწევა გაიმეორა. NBA-ს ისტორიაში ცენტრებს შორის მხოლოდ...
პირსი დონჩიჩისგან საოცრებებს ელის
NBA-ს ექსვარსკლავმა პოლ პირსმა განაცხადა, რომ „დალას მავერიქსის“ სლოვენილი თინეიჯერი ლუკა დონჩიჩი სადღეისოდ ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია. „დონჩიჩისგან საოცრებებს ველი. ვლაპარაკობ ბიჭზე, რომელმაც ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა – წლის საუკეთესო ახალბედიდან MVP დონის მოთამაშემდე. რა თქმა უნდა, ლუკა განსაკუთრებულია და ის ლიგის ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელია“, – განაცხადა პირსმა. გეტყვით რომ, ტოპ-100 კალათბურთელის რეიტინგში, რომელიც Bleacher...
მშიერი ბიჭის 228 მილიონი
იანის ადეტოკუმბო 2021 წელს NBA-ის ყველაზე სასურველი თავისუფალი აგენტი იყო. „მაიამი“, „დალასი“, „ტორონტო“ და „ლეიკერსიც“ კი მსუყე შეთავაზებებს ამზადებდნენ და კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ. მთავარი პრეტენდენტი მაინც იანისის დღევანდელი კლუბი „მილუოკი“ იყო, რომელსაც 1,5-ჯერ მეტის შეთავაზების უფლება ჰქონდა. ხუთწლიან კონტრაქტში 228 მილიონი მშობლიური კლუბიდან ან 145 მილიონი და ახალი გარემო. როგორ ფიქრობთ, რას აირჩევდა იანისი? ბერძენმა...
გველის წიწილი
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთმა ფუნქციონერის აზრით, რომლის სახელი და გვარი არ ხმაურდება, MVP-ს ტიტულის მისაღებად ლებრონ ჯეიმსის უმთავრესი კონკურენტი „დალას მავერიქსის“ სლოვენიელი მცველი ლუკა დონჩიჩი იქნება. „თუ შუბლზე პისტოლეტს მომადებთ და მეტყვით, ვინ მინდა გუნდში იმისთვის, რომ ფლეი ოფის სერია მოვიგო, გეტყვით რომ ლებრონი… თუმცა იქვე დავამატებ – ლებრონს „ის“ დალასიდან მაგრად უტევს. დონჩიჩს აქვს...
მაიამი ადეტოკუმბოში ნახევარ გუნდს იძლევა
„მაიამი ჰიტი“ იმდენად არის მოწადინებული იანის ადეტოკუმბოს ხელში ჩასაგდებად, რომ მზად არის მის სანაცვლოდ სამ კალათბურთელს შეელიოს. საუბარი მიდის ტაილერ ჰიროუზე, კენდრიკ ნანიზე და დანკან რობინსონზე. თავად ადეტოკუმბოს კი უფლება აქვს „მილუოკი ბაქსთან“ 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმოს. თანხა გაინტერესებთ? 228-240 მილიონი დოლარის ფარგლებში. ეს ყველაფერი 21 დეკემბრამდე უნდა მოხდეს, როდესაც სუპერმაქსიმალური კონტრაქტის დედლაინის ვადა იწურება. თუ...
NBA-მ სეზონი შეაჯამა
ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გასული რეგულარული სეზონის MVP დაასახელეს – „მილუოკის“ ფორვარდი იანის ადეტოკუმბო. მისი წყალობით გუნდმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა, თავად იანისის მონაგარი კი საშუალოდ 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა, 5.9 გადაცემა, 1.3 ჩაჭრა და 1.5 ბლოკი იყო. ტიტულის სხვა ორი კანდიდატი ოკლაჰომელი პოლ ჯორჯი და ჰიუსტონელი ჯეიმს ჰარდენი გახლდნენ. წლის საუკეთესო ახალბედად დალასელთა სლოვენიელი...





