„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფლეი ოფში ფენომენალურ მატჩებს ატარებს. კალიფორნიულმა გუნდმა დასავალეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში 112:102 დაამარცხა „ჰიუსტონ როკეტსი“, „მეფე ჯეიმსმა“ კი 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება მიითვალა და ლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნა.
ლებრონმა ფლეი ოფში 162-ე მატჩი მოიგო და ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მანამდე ჯეიმსს პირველობა დერეკ ფიშერთან ერთად ჰქონდა გაყოფილი. გარდა ამისა, NBA-ს ისეთ ლეგენდებს უსწრებს, როგორებიც არიან ტიმ დანკანი (157), რობერტ ორი (155), ქარიმ აბდულ ჯაბარი (154), ტონი პარკერი (137), სკოტი პიპენი (136), მანუ ჯინობილი (135), კობი ბრაიანტი (135) და შაკილ ონილი (129).
ჯეიმსს ლიგის დაკვნით ფაზაში (ფლეი ოფი) მატჩების 65,6% აქვს მოგებულია, რაც ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია, ვისაც 200 მატჩზე მეტი უთამაშია. გარდა ამისა, ლებრონი ერთადერთი მოქმედი კალათბურთელია, ფლეი ოფში 100-ზე მეტი შეხვედრა რომ აქვს მოგებული.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი07/06/2026 | 23:05ზვერევის პირველი სლემი
მთავარი ამბავი05/06/2026 | 22:20საქართველომ ვარჯიში მოიგო
მთავარი ამბავი05/06/2026 | 16:09ფსიქიატრი გვარდიოლაზე…
მთავარი ამბავი28/05/2026 | 22:04დიდი სენსაცია პარიზში
