„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ფლეი ოფში ფენომენალურ მატჩებს ატარებს. კალიფორნიულმა გუნდმა დასავალეთ კონფერენციის ნახევარფინალის მესამე მატჩში 112:102 დაამარცხა „ჰიუსტონ როკეტსი“, „მეფე ჯეიმსმა“ კი 36 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი, 4 დაფარება მიითვალა და ლიგის რამდენიმე რეკორდი მოხსნა. ლებრონმა ფლეი ოფში 162-ე მატჩი მოიგო და ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. მანამდე ჯეიმსს პირველობა დერეკ ფიშერთან...
