NBA-ში ვარსკვლავების დღე იყო და სანდრო მამუკელაშვილი პირველი ქართველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც G ლიგის ყველა ვარსკვლავთა მატჩში ითამაშა. ვარსკვლავებმა თავი იუტაში მოიყარეს. ლუკა გარზას გუნდმა, რომლის ღირსებასაც მამუკელაშვილი იცავდა, სკოტ ჰენდერსონის გუნდს 178:162 სძლია. ჩვენებური სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა, მისი მონაგარი – 8 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 2 ჩაჭრააა. სანდრომ 9-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა.ჩვენებური, მატჩამდე, სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსს, თვალს ზედ მოედანიდანვე ადევნებდა და კონკურსანტებს მხურვალედ ქომაგობდა.
მთავარი კი ამის შემდეგ შედგა – ლებრონ ჯეიმსის გუნდი იანის ანტეკოკუმბოს გუნდის წინააღმდეგ. ბერძენი კალათბურთელის კრებულმა 184:175 იმარჯვა.
ყველაზე მეტი ქულა ჯეისონ ტეიტუმმა დააგროვა – ბოსტონელთა სუპერვარსკვლავმა 55 ქულა ჩააგდო და ენტონი დევისის რეკორდი მოხსნა, რომელსაც 2017 წელს 52 ქულა ჰქონდა.
ცხადია, ტეიტუმმა ოლ სტარის მატჩის MVP-წოდება მიიღო, რომელიც კობი ბრაიანტის სახელობისაა. თავად ჯეიმსისთვის ეს მე-19 ოლ-სტარი გახლდათ და ქარიმ აბდულ-ჯაბარის რეკორდი გაიმეორა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლებრონმა აბდულ-ჯაბარის ისტორიული რეკორდი დაამხო, როცა NBA-ს ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
