ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი „სქაი სპორტსის“ ანალიტიკოსმა პოლ მერსონმა ლონდონის „ჩელსის“ კრიზისზე ისაუბრა. კლუბმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დაახლოებით 300 მილიონი გირვანქა დახარჯა, მაგრამ ახალი მთავარი მწვრთნელის, გრემ პოტერის დანიშვნის შემდეგ, 25 შეხვედრიდან მხოლოდ ცხრაჯერ მოიგო.
„არ მგონია, ეს დასრულდეს. მათ ინდივიდუალისტების მთელი სატვირთო მანქანა იყიდეს, მაგრამ გუნდისთვის არავინ. მხოლოდ დრიბლიორები.
დაივიწყეთ ენცო ფერნანდესი, ის საუკეთესო ნახევარმცველია, მაგრამ დანარჩენები…
„საუთჰემპტონთან“ ისინი უბრალოდ ინდივიდუალურად მოქმედებდნენ (პრემიერლიგის 24-ე ტურში „ჩელსიმ“ ბოლო ადგილზე მდგომ „საუთჰემპტონთან“ შინ 0:1 წააგო), ამას საერთო არაფერი ჰქონდა ნამდვილ ფეხბურთთან მანამ, სანამ კაი ჰავერცი არ გავიდა მოედანზე.
პოტერს სერიოზული, სერიოზული, საუბარი მოუწევს ხელმძღვანელობასთან. ქომაგებიც ამდენს აღარ მოითმენენ“, – ამბობს მერსონი.
ბოლო 10 თამაშიდან „ჩელსიმ“ მხოლოდ ერთი მოიგო. პრემიერლიგაში ლონდონური კლუბი 31 ქულით მე-10 ადგილზეა.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
