ფრანგული გამოცემა rugbyrama აგრძელებს მკითხველთა გამოკითხვას და პანდემიის გამო შეწყვეტილი 2019-2020 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრების შედგენას. მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე სულ 8 კანდიდატი შეირჩა და მათგან სამი ქართველია. ტრადიციულად, ჩამონათვალს თან მოკლე დახასიათება ახლავს: ბექა შეყლაშვილი (კოლომიე): 33 წლის ქართველი მესამე სეზონს ატარებს „კოლომიეში“ და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუკეთესოა ამ პოზიციაზეა. მან გასულ სეზონი 14...
წელი: 2020
დისკვალიფიკაცია მკრეხელობის გამო
ესეც კორონავირუსი და ცარიელი ტრიბუნები… გამაყრუებელ ხმაურში თამაშს მიჩვეულ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს ავიწყდებათ, რომ ცარიელ სტადიონებს საოცარი აკუსტიკა აქვთ. თითოეული გადაძახილი ტელემაყურებლამდე მიდის და არამხოლოდ. „ფიორენტინას“ მთავარ მწვრთნელ ჯუზეპე იაკინის და მცველ მარტინ კასერესს დისკვალიფიკაცია მიესაჯათ. სადისციპლინო კომისიამ ჩათვალა, რომ „ბრეშასთან“ 1:1 დასრულებული შეხვედრის მსვლელობისას მათ ემოციურ ნიადაგზე რამდენჯერმე მკრეხელური ფრაზები წამოიძახეს. ფრაზები გაშიფრულია, მაგრამ...
ლისაბონი შეზღუდვებში დაბრუნდა
ეუფამ ერთი კვირის წინ ძლივს მოაბა თავი ჩემპიონთა ლიგის დასრულების გადაწყვეტილების მიღებასს და უკვე, შესაძლოა, მისი გადახედვა მოუხდეს. საქმე ის არის, რომ ჩემპიონთა ლიგის „რვათა ფინალი“ 12-23 აგვისტოს ლისაბონში უნდა გაიმართოს. სტადიონებიც შერჩეულია – „და ლუჟი“ და „ჟოზე ალვალადე,“ თუმცა პორტუგალიაში ბოლო დღეებში პორტუგალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, განსაკუთრებით – ლისაბონში. შედეგად, ხელისუფლებამ ქვეყანაში...
ბარსელონაში კვლავ მსაჯობაზე ლაპარაკობენ
ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”...
შამპანური გახსნის პირასაა
კორონავირუსის პანდემია ჯერ კიდევ მძვინვარებს და კარანტინის წესებიც კვლავინდებურად ძალაშია, ამიტომ „ლივერპულის” ფეხბურთელები ისე, როგორც 2016-ში ლესტერელები, რომელიმე თანაგუნდელის სახლში ვერ შეიკრიბებიან და გახსნის პირას მიყვანილი შამპანურით ერთად ვერ დაელოდებიან კონკურენტი გუნდის შედეგს, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიძლება გაირკვეს: „მანჩესტერ სიტი” ლონდონში „ჩელსის” ეთამაშება. თუ „სიტი” დასავლეთლონდონელებს ვერ დაამარცხებს, „ლივერპული” 30 წლიანი ხელმოცარვის შემდეგ კვლავ ინგლისის...
იყოს ჯარიმა!
მიუხედავად საშინელი ფინანსური მდგომარეობისა, რასაც უეფას მხრიდან სანქციები მოჰყვა, ფრანგული „მარსელის“ ხელმძღვანელობა გუნდის ლიდერებთან განშორებას არ აპირებს. „ტოვენი, პაიე და მანდანდა გუნდში რჩებიან. თუნდაც ჯარიმის გადახდად დაგვიჯდეს, ხმაურიან გაყიდვებს ჩვენგან არ ელოდეთ. გვინდა, ჩემპიონთა ლიგაში კონკურენტუნარიანები ვიყოთ, თუმცა არც ეკონომიკური ფაქტორები გვავიწყდება. გუნდში შემდგომი ფინანსური ინექციები დაუშვებელია. განვითარების სტაბილურ ფაზაში უნდა გადავიდეთ,“ – განაცხადა „მარსელის“...
კლოპის ფაქტორი
მიუნხენის “ბაიერნმა” ჯერაც ვერ გამონახა საერთო ენა ტიაგო ალკანტარასთან. 29 წლის ესპანელის კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და კლუბს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა. თითქოს ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, მხოლოდ ქაღალდებზე ხელის მოწერა რჩებოდა, მაგრამ უკვე კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ტიაგო შეყოყმანდა და კონტრაქტის გაფორმება იუარა. ტიაგომ კარგად იცის, რომ მისით იურგენ კლოპია დაინტერესებული და...
იულიან დრაქსლერი ხომ არ დაგავიწყდათ?
სამი წლის წინ, იულიან დრაქსლერმა, რომელიც ახლა 26 წლისაა, გერმანიის ნაკრებს კონფედერაციათა თასზე უკაპიტნა და წარმატებისკენ გაუძღვა, მაგრამ მერე გარემარბი ჩაიკარგა. იყო დრო, როდესაც მასზე ყველა ერთხმად ამბობდა განსაკუთრებული ნიჭის პატრონიაო, მაგრამ „პარი სენ ჟერმენში” გატარებულმა რამდენიმე სეზონმა განსაკუთრებული ნიჭის კაცი განსაკუთრებულ მოთამაშედ ვერ აქცია. ბოლო სეზონში დრაქსლერმა 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ამათგან სასტარტო...
ბარსელონამ თავისი მოიგო
„ბარსელონამ” იცოდა, რომ უნდა მოეგო. მან ასევე უნდა მოიგოს ყველა დარჩენილი შეხვედრა, რათა ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნოს, ხოლო იმისათვის, რომ ჩემპიონი გახდეს, „რეალსაც” უნდა დაუცდეს სადმე ფეხი. „ბილბაოსთან” კატალონიელები უფრო ცოცხლად თამაშობდნენ ვიდრე „სევილიასთან”, რომელსაც ვერ მოუგეს (0:0), თუმცა იმდენი საგოლე მომენტი კარგ ფორმაში ყოფნისას რომ სჩვევიათ, ვერ შექმნეს. შესვენების შემდეგ კიკე სეტიენმა არტურის ნაცვლად მოედანზე...
რეალი ყველაფერს აპროტესტებს
მადრიდის რეალი ყველაფრით უკმაყოფილოა. დავიწყოთ ჩემპიონთა ლიგით, სადაც „სამეფო კლუბი“ განმეორებითი მატჩის ჩატარება „მან. სიტისთან“ ნეიტრალურ მოედანზე სურს. მადრიდელებს აგვისტოში ინგლისში გაფრენა არ სურთ და მიზეზად „ნისლიან ალბიონზე“ ცუდი ეპიდემიური გარემო მოჰყავთ. კლუბის ხელმძღვანელობა ამ მოთხოვნას ფეხბურთელებისა და მწვრთნელების ჯანმრთელობის დაცვით ხსნის. 26 თებერვალს „რეალი“ შინაურ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ „სიტისთან“ 1:2 დამარცხდა. მეორე პროტესტი ლა ლიგას...









