მიუნხენის “ბაიერნმა” ჯერაც ვერ გამონახა საერთო ენა ტიაგო ალკანტარასთან. 29 წლის ესპანელის კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ გასდის და კლუბს მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება უნდა. თითქოს ყველა დეტალი შეთანხმებული იყო, მხოლოდ ქაღალდებზე ხელის მოწერა რჩებოდა, მაგრამ უკვე კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას ტიაგო შეყოყმანდა და კონტრაქტის გაფორმება იუარა.ტიაგომ კარგად იცის, რომ მისით იურგენ კლოპია დაინტერესებული და სავარაუდოდ, ფეხბურთელმა არჩევანი “ლივერპულის” სასარგებლოდ უკვე გააკეთა. გამომდინარე იქიდან, რომ კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, ალკანტარას ფასი 80 მილიონ ევროს არ აღემატება და კარგად შევაჭრების შემთხვევაში, სავარაუდოდ, კიდევ დააკლდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
