ლეგენდარული ბერძენი კალათბურთელები, ფრაგიკოს ალვერტისი და დიმიტრის დიამანტიდისი, ტაკის ტრაინტოპოლუსთან ერთად „პანათინაიკოსის“ ხელმძღვანელობაში იქნებიან, თუმცა, მხოლოდ კლუბის გაყიდვამდე. საკალათბურთო კარიერის დროს ალვერტისი და დიამანტიდისი „პანათინაიკოსის“ ღირსებას იცავდნენ. ალვერტისმა 5-ჯერ მოიგო ევროლიგის ტიტული, ხოლო დიამანტიდისმა – 3-ჯერ. ამ კალათბურთელების გუნდის ხელმძღვანელობაში მისვლა გამოიწვია „პაოს“ პრეზიდენტის, მანოს პაპადოპულოსის წასვლამ, რომელიც 30 წელი მუშაობდა ბერძნულ გრანდში. გაყიდვა ვახსენეთ...
წელი: 2020
გვარდიოლამ ჩელსის დაუთმო?
უპირველესად, რა თქმა უნდა, “ლივერპულს” უნდა მივულოცოთ ტრიუმფი. ასეთი ჰანდიკაპით პრემიერლიგა ჯერ არავის მოუგია. თუმცა, ყოველთვის არსებობს “თუმცა”. სამ ათეულ წელზე მეტია, მერსისაიდელებს ვქომაგობ და ძალიან მინდოდა, “ლივერპულს” ტიტული საკუთარი შეხვედრის დასრულებისას გაეფორმებინა. თანაც, არა რომელიმე რიგითი შეხვედრის, არამედ 2 ივლისს უშუალო კონკურენტ “სიტისთან” მისსავე “ეტიჰადზე” საფინალო სასტვენის შემდეგ. ეს უკვე ზეტრიუმფი იქნებოდა. არადა, ორად...
109 დღე
კორონავირუსის მიზეზით შეწყვეტილი ეროვნული ლიგის გათამაშება, 109 დღიანი პაუზის შემდეგ განახლდა. პირველი სათამაშო დღე ძალიან ცუდ ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ ჭაბუკი ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ ორივე მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით ირჯებოდნენ მინდორზე. პირველმა მატჩმა დაადასტურა, რომ ეს პაუზა თბილისის დინამოელთათვის გაცილებით ნაყოფიერი გამოდგა, ვიდრე საბურთალოელთათვის. ჩემპიონმა ყველა კომპონენტში...
არშემდგარი ჩავი იუვეში მიდის
„ბარსელონა” არტურ მელოს „იუვენტუსში” გაყიდვას დაყაბულდა. არტური 23 წლის ბრაზილიელია, რომელმაც „კამპ ნოუზე” 2018-2020 წლებში 47 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა. ის ნახევარმცველი გახლავთ, რომლისგანაც კატალონიაში მეტს ელოდნენ. ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში ვრცელდება ლეო მესის ძველი ინტერვიუ, სადაც ის მელოს აქებს და თვით ჩავისაც კი ადარებს. „არტური ძალიან ჰგავს ჩავის, — ამბობდა მსოფლიოს ექვსგზის საუკეთესო ფეხბურთელი,...
ლივერპული! ლივერპული! ლივერპული!
„ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! 30 წლიანი უიღბლობა და წარუმატებლობა დასრულდა. მერსისაიდელები კვლავ მწვერვალზე ავიდნენ. სამი ათწლეული… საკმაოდ დიდი ხანი ალოდინა განგებამ. „წითლების” პირველობა გაფორმდა ლონდონში, სადაც „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” 2:1 მოუგო — ძველ ჩემპიონს ტიტული ჩამოართვა, ახალს კი გადაულოცა. ოთხშაბათს, „კრისტალ პალასთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ „ლივერპულს” ერთადერთი რამ სჭირდებოდა — პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელ” კომპანიას...
მონაკო დაიცალა
კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო ინფორმაცია, რომ „მონაკოს“ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. წამსვლელთა შორის ორი მეკარეა. დიეგო ბენალიოს და სეიდუ სის კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდიან, ისევე როგორც ნახევარმცველი მუსა სილა. კიდევ სამი ფეხბურთელი საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კლუბებს უბრუნდება. ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო ლონდონურ „ჩელსის“ ეკუთვნის, კიდევ ერთი ნახევარმცველი ადრიენ სილვა...
Adria Tour – ახალი კორონა ბომბი
ჩემპიონთა ლიგის „ატალანტა“ – „ვალენსიას“ მატჩს ეპიდემიოლოგიური ბომბი უწოდეს. მასშტაბებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ არანაკლები მოხდა საჩობურთო ტურნირ Adria Tour-ზე, რომელიც მსოფლიოს პირველი ჩოგნის, ნოვაკ ჯოკოვიჩის ორგანიზებით ჩატარდა. დაავადებულთა რიცხვს ერთ-ერთი ხორვატული ტელევიზიის სპორტული ჟურნალისტი მირნა ზიდარიჩი შეემატა. ზადარში გამართულ ტურნირზე ჟურნალისტმა თავი ცუდად იგრძნო, რის გამოც კორონაზე ტესტი გაიარა და დადებითი პასუხი მიიღო. მოკლედ, Adria...
15 წლის მესი
მართლაც ძალიან მაგარი ბიჭობა უნდა, ამ ასაკში ლეო მესის რომ შეგადარონ. „მალიორკელ“ ლუკა რომეროს ამაში არგენტინელობაც უწყობს ხელს და ასაკისთვის შეუფერებლად გააზრებული ფეხბურთიც. ლუკა ჩინებული დრიბლიორია და ცაციათი კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს. სერიოზულად გაუმართლა რომეროს. გასული ტურის შეხვედრაში მწვრთნელს იძულებითი ცვლილება დასჭირდა და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მოედანზე შეუშვა. ეს მისი დებიუტი იყო ლა ლიგაში....
მბაპეს არანორმალური ფასი
„ლივერპული“ არანორმალურ შეთავაზებას გაუკეთებს „პარი სენ-ჟერმენს“ – სადიო მანე და 200 მილიონი გირვანქა სტერლინგი კილიამ მბაპეს სანაცვლოდ. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. რა არის არანორმალური? ის, რომ თავად მანე 150 მილიონი ღირს. ყოველ შემთხვევაში, ამ თანხის გადასახდელად მზად მადრიდის „რეალი“ და ზემოთ ნახსენები პსჟ არიან. ამ გაცვლას საფუძვლად ისიც უდევს, რომ მანე „ლივერპულთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას...
ოჯახს ლოს-ანჯელესი არ აწყობს
კობი ბრაიანტის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი მიმდინარეობს – კობის ქვრივი, ვანესა ბრაინტი ვერტმფრენების კომპანია Island Express Helicopters-სგან კომპენსაციის სახით რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს ითხოვს. არა ზობაიანი კი ის პილოტია, რომელიც კობი ბრაინტის პირად ვერტმფრენს ტრაგედიისას მართავდა. ჰოდა, მომჩივანის აზრით, კომპანიისგან შერჩეულმა პილოტმა ვერტმფრენის მართვის დროს შეცდომა დაუშვა, რამაც 9 ადამიანის, მათ შორის კობისა და მისი...









