ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონ „ლივერპულს“ მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს. ფულს კი „საუთჰემპტონი“ მიიღებს. ვირჯილ ვან დაიკი, სადიო მანე, ადამ ლალანა და დეან ლოვრენი ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც თავის დროზე „ენფილდზე“ სწორედ „საუთჰემპტონიდან“ გადავიდნენ. ახლა „წითლები“ იძულებულნი არიან ბონუსის სახით გულუხვად დააჯილდოოს ამ ფეხბურთელების მთავარი მიმწოდებელი. ბრიტანული მედიის ცნობით, ორივე კლუბის სატრანსფერო კონტრაქტებში საბონუსე სისტემა მითითებულია....
წელი: 2020
ლარი ბერდი რასიზმით გასვარეს
კარგი სპორტსმენობა სულაც არ არის ადამიანის მაღალი ინტელექტის ან უბრალოდ გონიერების გარანტია. ამერიკული NBA-ის „ვაშინგტონ ვიზარდსის“ 31 წლის წევრმა აიზია ტომასმა განაცხადა, ლარი ბერდი ტიტულებს მხოლოდ იმიტომ იღებდა, რომ თეთრკანიანი იყოო. როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია. ვისაც ლარი ბერდის თამაში არ ახსოვს, მშრალ სტატისტიკას შევახსენებ: „სელტიქსის“ სუპერვარსკვლავი სამჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი, ასევე სამჯერ მიიჩნიეს რეგულატული სეზონის,...
რობენი მოედანს უბრუნდება
არიენ რობენმა კარიერის განახლება გადაწყვიტა. 36 წლის ნახევარმცველმა თავისი ბავშვობის კლუბ „გრონინგენთან“ გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კლუბში გაატარა რობენმა პროფესიული კარიერის პირველი ორი წელი (2000-2002). მერე იყო პსვ, „ჩელსი“, „რეალი“ და „ბაიერნი“. არიენმა ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, სადაც ითამაშა, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, დასახელდა ნიდერლანდების წლის სპორტსმენად… ნაკრებში ჩატარებულ 94 შეხვედრაში მის ანგარიშზე 37 გოლია,...
ის დახვრიტეს!
ბრაზილიელი არტურ მელო ტურინშია. მან სამედიცინო შემოწმება უნდა გაიაროს და „იუვენტუსთან” კონტრაქტს მოაწეროს ხელი. 23 წლის ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონ გუნდში ხუთ სეზონს დაჰყოფს და წელიწადში 7 მილიონ ევროს მიიღებს. მისი ტრანსფერის შემადგენელი ნაწილი 30 წლის ბოსნიელი მირალემ პიანიჩის საპირისპირო მიმართულებით, „ბებერი ქალბატონიდან” „ბარსაში” გადაბარგებაა. ფეხბურთელს, რომელმაც იტალიისკენ გაფრენის წინ, როგორც ბარსელონელმა, ვიგოში, „სელტას” წინააღმდეგ ითამაშა,...
ეს იგივე გუნდია
„რეალმა” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” რომ მოუგო, ჩვენ კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა შემოგთავაზეთ. გუშინ, როდესაც „ბარსელონამ” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშა, გთავაზობთ მადრიდულ „მარკაში” დაწერილ გარჩევას. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილამდე „ბარსა” ლა ლიგის ცხრილში ლიდერობდა, მაგრამ როდესაც „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), სატურნირო რეალობა შეიცვალა: იმ დღის მერე თუკი ესპანური დოღის მონაწილე ორივე გუნდი ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებდა...
მბაპეს ჯიჯი და ლასა აკლია
„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელმა კილიან მბაპემ აღნიშნა, რომ გუნდიდან ჯიჯი ბუფონისა და ლასანა დიარას წასვლამ, მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა. „დიარა ჩემთვის, როგორც უფროსი ძმა, ისე იყო და მასზე დაყრდნობა შეიძლებოდა. ის მიყვებოდა საკუთარი კარიერის შესახებ, სხვა კლუბებზე. „ლასას“ ბევრგან უთამაშია და ბევრი ენახა. როგორც მეუბნებოდა, დაუშვა შეცდომებიც, ამიტომ სწორ რჩევებს მაძლევდა. მას აფასებდნენ გასახდელშიც. რთულ პერიოდში...
ფანატები ლივერპულს წვავენ
30-წლიანი პაუზის შემდეგ „ლივერპულმა“ როგორც იქნა, ნაინანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. გულშემატკივარიც, როგორც სჩვევია, ზეიმს ქუჩაში შეუდგა, მაგრამ ქალაქის მერმა სამართალდამცავ ორგანოებს მათი დაშლა დაავალა. ამის მიზეზი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, Royal Liver Building-ში გაჩენილი ხანძარია. გავრცელებული ვერსიით, ხანძარი გულშემაკივრების მიერ ნასროლმა პეტარდებმა გამოიწვია. ამასთან, კორონავირუსის გამო 28 ივნისამდე შეზღუდვებია და მასობრივი აღნიშვნები აკრძალულია. მერსისაიდში კვლავინდებურად პროპორციულად...
რონალდუს კიევო დარჩა
ტურინის „იუვენტუსის“ 35 წლის თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ მორიგი მიღწევით იწონებს თავს. გუშინ „იუვემ“ 4:0 გაანადგურა „ლეჩე“. პორტუგალიელმა, ცხადია, გოლი გაიტანა. ამრიგად, „ლეჩე“ გახდა მე-20 გუნდი იტალიაში, რომელსაც კრიშტიანუმ გაუტანა. ახლა აპენინებზე მხოლოდ „კიევო“ დარჩა, რონალდუს მრისხანება რომ არ უგემია. არადა, გასულ სეზონში პორტუგალიელს ამის შანსი ჰქონდა – პენალტი ვერ გამოიყენა. გასულ სეზონში „კიევო“ სერია A-დან...
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...
თაგვები ნოლეს წინააღმდეგ
ბოლო დღეებია მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ნოლე საგამოფენო ტურნირების, Adria Tour-ის ორგანიზატორი იყო, რომელზეც რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაავადდა. მათ შორის, თავად ნოვაკიც. ერთადერთი, ვინც ნოვაკის დასაცავად სიტყვა თქვა, მისივე თანამემამულე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევამრცველი ნემანია მატიჩია. „ვხედავ, რომ ბოლო დღეებში ჯოკოვიჩის მიმართ ორგანიზებული კამპანიაა გაჩაღებული. მას ლანძღავენ იმის გამო, რომ ბელგრადში ტურნირი...









