ბოლო დღეებია მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ნოლე საგამოფენო ტურნირების, Adria Tour-ის ორგანიზატორი იყო, რომელზეც რამდენიმე ადამიანი კორონავირუსით დაავადდა. მათ შორის, თავად ნოვაკიც.
ერთადერთი, ვინც ნოვაკის დასაცავად სიტყვა თქვა, მისივე თანამემამულე, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევამრცველი ნემანია მატიჩია.
„ვხედავ, რომ ბოლო დღეებში ჯოკოვიჩის მიმართ ორგანიზებული კამპანიაა გაჩაღებული. მას ლანძღავენ იმის გამო, რომ ბელგრადში ტურნირი ჩაატარა. თუმცა, გეტყვით, რომ სერბეთში კანონმდებლობითა და წესებით ყველაფერი კარგად იყო და ორგანიზებაც უმაღლეს დონეზე მოხდა.
მიუხედავად ამისა, თაგვები მაინც გამოძვრნენ სოროდან და ნორმალურად მიიღეს მსოფლიოს პირველი ჩოგნის კრიტიკა. ვსაუბრობ პირველ ჩოგანზე არამარტო თამაშით, არამედ –ადამიანებთან ურთიერთობაშიც.
თუმცა, მშვიდად ვარ. ძალიან მალე კატა ისევ დაბრუნდება კორტზე, ხოლო თაგვები საკუთარ სოროებს დაუბრუნდებიან. ტურნირი იყო ბრწყინვალე და იმედი მაქვს ტრადიციული გახდება. ერთადერთი, რაშიც ნოლეს ვადანაშაულებ, ის არის, რომ თაგვებს ბოდიში მოუხადა“ – აცხადებს მატიჩი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური23/10/2026 | 14:13ბასილაშვილი ნახევარფინალშია
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
