წელი: 2020

Home 2020
ტოკიოში ოლიმპიადა არ უნდათ
ჩანაწერი

ტოკიოში ოლიმპიადა არ უნდათ

ტოკიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტი, იაპონიის დედაქალაქში უკვე გადატანილი და 2021 წელს ჩასატარებელი „ტოკიო 2020“-ის წინააღმდეგია. მართალია, ეს ყველაფერი პროსტესტით ფორმით ქუჩაში არ გამოუხატავთ, მაგრამ, სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, ასეთია: გამოიკითხა 1030 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-დან 72-წლამდეა. იაპონიის დედაქალაქის მოსახლეობის 51.7% ფიქრობს, რომ ოლიმპიადა არ უნდა ჩატარდეს. თუმცა, ჩატარების მომხრეც ბევრია – 46.3%. კიდევ 2%-მა პასუხისგან თავი...

სხვა დინამო
ჩანაწერი

სხვა დინამო

109 დღიანი პაუზის შემდეგ, რომელიც კორონავირუსის პანდემიის მიზეზით იყო გამოწვეული, ეროვნული ლიგა განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ ტურის ხუთი მატჩიდან, ოთხი ფრედ დამთავრდა, უინტერესო შეხვედრები ნამდვილად არ ყოფილა. პირველი სათამაშო დღე სამწუხარო ამბავს დაემთხვა – „საბურთალოს“ 19 წლის ფეხბურთელის, ტრაგიკულად დაღუპული გიორგი შაქარაშვილის დაკრძალვას. ამიტომ „საბურთალო“ – „დინამოს“ მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო. ფეხბურთელები კი შავი სამკლავურებით...

როი კინს აზერბაიჯანი უხმობს
ჩანაწერი

როი კინს აზერბაიჯანი უხმობს

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი კაპიტანი და მებრძოლი სულის სიმბოლო, ირლანდიელი როი კინი შესაძლოა აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელი გახდეს. როგორც ამბობენ, „სქაი სპორტის” მიმომხილველს საწვრთნელი მოედანი ენატრება, ბაქოელები კი ამის შანსს აძლევენ. ინგლისური პრესა წერს, რომ აზერბაიჯანი ნავთობით მდიდარი ქვეყანაა და ეჭვი არ არის, 48 წლის ვეტერანს გვარიან ხელფასს შესთავაზებდა, მაგრამ თავად კინს შესაძლოა ფულზე მეტად თავის გამოჩენის...

ანდრე დაჭრეს
ჩანაწერი

ანდრე დაჭრეს

„დერბი ქაუნთის” ფეხბურთელი ანდრე უიზდომი ნათესავთან მიდიოდა, მაგრამ საავადმყოფოში მოხვდა. ის დაჭრეს და გაძარცვეს. როგორც ჩანს, 27 წლის მცველს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ის თავისი მანქანიდან გადმოდიოდა. ამბავი მერსისაიდში მოხვდა, ტოქსტეთში. „დერბი ქაუნთი”, მოგეხსენებათ, პრემიერლიგის შემდგომ დონეზე, ჩემპიონშიფში გამოდის, ანდრე უიზდომი კი 2012-17 წლებში „ლივერპულს” ეკუთვნოდა. საკუთრივ წითლების შემადგენლობაში მას 14 თამაში აქვს ჩატარებული; ძირითადად...

სეტიენს წამზომი ჩაურთეს
ჩანაწერი

სეტიენს წამზომი ჩაურთეს

კიკე სეტიენის ბარსელონური დღეები დათვლილია. დიდი ალბათობით, 61 წლის სპეციალისტი სეზონს ჩაამთავრებს, შემდეგ კი, ახალი სამსახურის მოძიება მოუწევს. „ბარსას“ ხელმძღვანელობა სეტიენის მუშაობით უკმაყოფილოა. ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში გააგრძელებენ თანამშრომლობას, თუ სიტუაცია მკვეთრად შეიცვლება და „ბარსელონა“ დარჩენილი ორი ტიტულის, ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგებას მოახერხებს. ცხადია, სეტიენს ჯერ კიდევ აქვს შანსი: კატალონიელები ესპანეთის პრიმერა დივიზიონში...

მსაჯი მერად აირჩიეს
ჩანაწერი

მსაჯი მერად აირჩიეს

აჰა, ახლაც ლანძღეთ ტრიბუნებიდან და აპროტესტეთ ყველა გადაწყვეტილება – საფრანგეთის ერთ-ერთმა საუკეთესო საფეხბურთო მსაჯმა მწვანე გაზონიდან პირდაპირ მერის სავარძელში ამოყო თავი. ანტონი გოტიე 42 წლისაა და აქედან 13 წელი უმაღლესი ფრანგული დივიზიონის მატჩებს უძღვებოდა. 2009 და 2011 წლებში ფეხბურთელთა პროფკავშირმა წლის საუკეთესო არბიტრად დაასახელა. ფრანგული “ლიგა 1”-ს 250-ზე მეტი შეხვედრის გარდა, გოტიეს 40-მდე ევრომატჩიც აქვს...

თქვენი აღარა ვარ, მორჩა…
ჩანაწერი

თქვენი აღარა ვარ, მორჩა…

24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა. „რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი...

მთავარი იყო ბენზემას პასი
ჩანაწერი

მთავარი იყო ბენზემას პასი

„რეალმა” ბარსელონაში ქალაქის მეორე გუნდ „ესპანიოლს” 1:0 მოუგო და 32 ტურის შემდეგ პირველ გუნდ „ბარსელონას” 2 ქულით უსწრებს. მადრიდელების გამარჯვებაში ყველაზე ეფექტური საგოლე პასი გახლდათ. ქარიმ ბენზემამ პირველი ტაიმის მიწურულს კაზემიროს ბურთი ქუსლით ისე მიაწოდა,  რომ „ესპანიოლის” მცველებიცა და ტელემაყურებელიც სახტად დატოვა, ხოლო მთელს მსოფლიოში, სოციალურ ქსელებში, ხალხს  10 წლის წინანდელი ეპიზოდი გაახსენდა, როდესაც „დეპორტივოსთან”...

პიკე: ჩვენ ბარსა  ვართ!
ჩანაწერი

პიკე: ჩვენ ბარსა ვართ!

მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონამ“ საჩემპიონო რბოლაში შანსები გაიუარესა, გუნდის მცველ ჟერარ პიკეს თქმით, ჯერ დაკარგული არფერია და კატალონიელები ბოლომდე იბრძოლებენ. „დაიმახსოვრეთ ერთი: ჩვენ „ბარსა“ ვართ! ბოლომდე ბრძოლა ჩვენი თვისებაა. თავს ვწევთ მაღლა და სამშაბათს მოედანზე მოსაგებად გავდივართ“, – წერს პიკე „ტვიტერში“. შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ 32 მატჩში 69 ქულა დააგროვა და პრიმერა დივიზიონის ცხილს ამ წუთისთვის კი...

ბარსელონა სეტიენს აუჯანყდა
ჩანაწერი

ბარსელონა სეტიენს აუჯანყდა

ყოვლისმცოდნე ესპანური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „სელტასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს შორის საკმაოდ ხმამაღალი საუბარი შედგა. გუნდი უკმაყოფილოა როგორც სეტიენის მიერ შერჩეული ტაქტიკით, ასევე თამაშის მსვლელობისას მის მიერ შეტანილი კორექტივებით. საქმე მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში და დაკარგულ ორ ქულაში როდია. წყაროს ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის არ არის ჰარმონია...