დღეს ნიდერლანდური ფეხბურთის ორი სუპერვარსკვლავის დაბადების დღეა. პირველის სახელი – რიუტგერიუს იოჰანეს მარტინიუსი, ალბათ, ბევრს არაფერს გეუბნებათ, მაგრამ საკმარისია გვარი ვახსენოთ… რუუდ ვან ნისტელროი, ვინაც ფიფას ვერსიით, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესოთა ასეულში დაიმკვიდრა ადგილი. 1976 წლის 1 ივლისს პატარა ნიდერლანდურ ქალაქ ოსში დაბადებული რუდი სხვადასხვა დროს პსვ-ს, „მანჩესტერის“, „რეალის“, „ჰამბურგისა“ და „მალაგას“ სახელით ასამარებდა მეტოქეთა...
წელი: 2020
ჩემპიონ შენგელიას ადგილი გაუნთავისუფლეს
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონი გახდა. არადა, ჩემპიონობას ვინ დაეძებს, იყო მომენტი ფლეი ოფში „ბასკონიას“ მოხვედრაც კი სათუო იყო… თუმცა პანდემიამ ტურნირი გააჩერა. განახლებულ ფორმატში კი ვიტორიელებმა შესანიშნავად ითამაშეს და ტიტული დამსახურებულად მოიგეს. ჩემპიონატი ახლებური ფორმატით გაგრძელდა. „ბასკონია“ და „ბარსელონა“ ჯგუფში ერთად იყვნენ: კატალონიელებმა ყველა მოიგეს, ბასკებმა მხოლოდ „ბარსასთან“ დათმეს და მათი გზები...
გრიზმანი უკომენტაროდ
„ბარსელონა“ – „ატლეტიკოს“ (2:2) მატჩის შემდეგ მადრიდული კლუბის მწვრთნელ დიეგო სიმეონეს ჟურნალისტმა მისი ყოფილი ფეხბურთელის, ანტუან გრიზმანის შესახებ ჰკითხა, მაგრამ სიმეონემ კი… გზა გააგრძელა… „უკომენტაროდ“, – ესღა თქვა დიეგო სიმეონემ, არადა იქამდე ენაწყლიანი იყო.. შეგახსენებთ, გრიზმანი „ატლეტიკოში“ 2014-19 წლებში თამაშობდა და „ბარსელონაში“ 120 მილიონ ევროდ გადავიდა. „ალეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა. ესპანეთის...
სეტიენის დე ფაქტო და დე იურე
მორჩა, დამთავრდა! — წერს კატალონიური „სპორტი”, — „ბარსელონამ” „ატლეტიკოს” დამარცხება ვერ შეძლო და ახლა, ცხრილში, „რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება. თან თამაშით მეტი აქვს. ეს გახლდათ გუნდის მესამე ფრე ბოლო ოთხ შეხვედრაში. თუ მადრიდი 2 ივლისს „ხეტაფეს” მოუგებს, გუნდებს შორის განსხვავება 4 ქულა გახდება. ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე კი ეს ცუდ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. არადა,...
ჯერ ისევ ესპუარი…
ახალგაზრდა ქართველმა ბურჯმა გიორგი ნუცუბიძემ, საფრანგეთის პრო დ2-ის „ბიარიცთან“ კონტრაქტი ოთხი წლით, 2024 წლამდე გაახანგრძლივა. „ლელო-სარასენსის“ აღზრდილმა მორაგბემ 2018 წელს საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშა, რის შემდეგაც „ბიარიცის“ ესპუართა გუნდში გადავიდა, წინა სეზონში კი პირველ გუნდში დაწინაურდა პრო დ2-ის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ახალი კონტრაქტის პირობების თანახმად, 21 წლის ნუცუბიძე...
ქართულმა ოლიმპიზმმა მემატიანე დაკარგა
“ლელოს” და “სარბიელის” ჟურნალისტი, ქართული ოლიმპიური მოძრაობის უდიდესი მემატიანე, კავკასიისა და ჰიმალაის მწვერვალებთან მებრძოლი და ბოლოს, უშესანიშნავესი ადამიანი – ავთანდილ გურასაშვილი ჩვენთან აღარ არის. ბატონ ავთოს თვალსაწიერი, ქართული სპორტის სიყვარული, შრომისმოყვარეობა სამაგალითო იყო თითოეული “სარბიელელისთვის”. მისი მრავალრიცხოვანი წიგნები ქართულ ოლიმპიზმსა თუ მთამსვლელობაზე უნიკალურობას არასდროს დაკარგავს, ხოლო ავთანდილ გურასაშვილის ფოტოკამერის ობიექტივში მოხვედრილი გამოსახულებებს ვერცერთი ფოტორეპორტიორი ვერ...
ხელბურთი ზაფხულში აღარ იქნება
საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, 2019-2020 წლის სეზონი დასრულებულად გამოცხადდა. ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორები არ გამოვლენილა. საქართველოს ექვსივე ჩემპიონატი (ქალთა და კაცთა უმაღლესი ლიგა, ჭაბუკთა და გოგონათა 2-2 ასაკობრივი ჩემპიონატი) მარტის დასაწყისში პანდემიის გამო შეწყდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილება დახურულ სივრცეებში სპორტული აქტივობების განახლების შესახებ ჯერ არ მიუღია, ხელბურთის ფედერაციამ სეზონის განახლება მიზანშეწონილად...
სოსიედადს კუბო უნდა
სან-სებასტიანური კლუბის ხელმძღვანელობა ღიად აფიქსირებს, რომ მომავალი სეზონისთვის “რეალიდან” ტაკეფუსო კუბოს იჯარით აყვანა სურს. 19 წლის იაპონელი ნახევარმცველი უდავოდ ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ჯერჯერობით “სამეფო კლუბში” კონკურენციას ვერ უძლებს. ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის გარეშე რომ არ დაეტოვებინა, “რეალის” ხელმძღვანელობამ გასულ ზაფხულს იჯარით “მალიორკაში” გაუშვა. იაპონელმა კუნძულელთა მაისურით 30 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა, 3 საგოლე გადაცემა...
ლევანდოვსკის დროა
წლეულს „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად რობერტ ლევანდოვსკი სახელდება. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ივნისის შუაში ფორმა „აკრიფა“ და ექსპერტების აზრით, ორი უმთავრესი კონკურენტი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ მაშინ ჩამოიშორა. მეტიც, კრიშტიანუ მაშინ კევინ დე ბრუინმა სამეულიდანაც გააგდო, თუმც გავიდა კიდევ ორი კვირა და რონალდუ სამეულში დაბრუნდა, მაგრამ უკვე აღარ ჩანს მესი. ლევანდოვსკი კი, ისევ რჩება...
სუპერმარიო გოლით წავიდა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის დასკვნით ტურში “შტუტგარტი” შინ “დარმშტადთან” 1:3 კი დამარცხდა, მაგრამ ჯამურად მეორე ადგილი დაიკავა და პირველ ბუნდესლიგაში აღზევდა. ეს შეხვედრა გერმანიის ნაკრების ექსფორვარდის, მარიო გომესის კარიერაში დასმული წერტილი იყო. “სეზონის დასაწყისში დარწმუნებული ვიყავი, რომ “შტუტგარტი” პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნდებოდა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი ბოლო მატჩი კლუბშიც, გერმანიაშიც და საერთოდ, ფეხბურთელის რანგშიც” –...









