წლეულს „ოქროს ბურთის“ მთავარ პრეტენდენტად რობერტ ლევანდოვსკი სახელდება. მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელმა ივნისის შუაში ფორმა „აკრიფა“ და ექსპერტების აზრით, ორი უმთავრესი კონკურენტი, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ სწორედ მაშინ ჩამოიშორა. მეტიც, კრიშტიანუ მაშინ კევინ დე ბრუინმა სამეულიდანაც გააგდო, თუმც გავიდა კიდევ ორი კვირა და რონალდუ სამეულში დაბრუნდა, მაგრამ უკვე აღარ ჩანს მესი. ლევანდოვსკი კი, ისევ რჩება ტოპ-3 პრეტენდენტის სათავეში.
აქვე წლევანდელი „ოქროს ბურთის“ ტოპ-10 პრეტენდენტის განახლებული ვერსია ასეთია:
1 (1). რობერტ ლევანდოვკი (ბაიერნი);
2 (4). კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი);
3 (2). კევინ დე ბრუინი (სიტი);
4 (3). ლეიონელ მესი (ბარსელონა);
5 (5). თომას მიულერი (ბაიერნი);
6 (8). ქარიმ ბენზემა (რეალი);
7 (6). ნეიმარი (პსჟ);
8 (7.). ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი);
9 (9). კილიამ მბაპე (პსჟ);
10 (10). ჯეიდონ სანჩო (დორტმუნდი).
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
