ყოვლისმცოდნე ესპანური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს:„სელტასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს შორის საკმაოდ ხმამაღალი საუბარი შედგა.
გუნდი უკმაყოფილოა როგორც სეტიენის მიერ შერჩეული ტაქტიკით, ასევე თამაშის მსვლელობისას მის მიერ შეტანილი კორექტივებით. საქმე მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში და დაკარგულ ორ ქულაში როდია. წყაროს ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის არ არის ჰარმონია და ურთიერთგაგება. ამას, ლა ლიგის ფინიშის სწორზე, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს – ფეხბურთელებმა სეტიენის მიმართ ნდობა დაკარგეს და შიშობენ, რომ ასეთი თამაშით სეზონს უტიტულოდ ჩაამთავრებენ.
შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით ცხრილს „რეალი“ ლიდერობს და თუნდაც გუნდები ერთნაირი ქულებით მივიდნენ ფინიშზე, ურთიერთშეხვედრების წყალობით უპირატესობა მადრიდელებს ექნებათ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
