ჭდე: კიკე სეტიენი

Home კიკე სეტიენი
სეტიენი ბარსელონას სასამართლოში უჩივის
ჩანაწერი

სეტიენი ბარსელონას სასამართლოში უჩივის

„ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, გუშინ, თავისი და თავისი შტაბის წევრების, ედერ სარაბიას, იონ პასკუასა და ფრან სოტოს სახელით განცხადება გაავრცელა. მასში წერია: „უკვე ერთი თვე გავიდა კლუბ „ბარსელონას” დირექტორთა სრულ დუმილში. ჩვენ, ბუროფაქსის საშუალებით არ მიგვიღია არანაირი პასუხი ჩვენი პრეტენზიისა და მოთხოვნის საპასუხოდ, რაც იმის ნიშანია, რომ დირექტორატი არ აპირებს იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც...

კუმანი ვერ დაჯდება
ჩანაწერი

კუმანი ვერ დაჯდება

რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის. საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს. „ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს. შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ...

16 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება
ჩანაწერი

16 მოგება, 4 ფრე და 5 წაგება

„ბაიერნთან” 2:8 განადგურების შემდეგ „ბარსელონამ” კიკე სეტიენი მწვრთნელის თანამდებობიდან გაათავისუფლა — ეს ოფიციალური ინფორმაციაა. სეტიენს კატალონიური კლუბის ყოფილი ფეხბურთელი, რონალდ კუმანი შეცვლის — ეს ოფიციალური ინფორმაცია არ არის. მიზეზი: კუმანი 2018 წლიდან ჰოლანდიის ნაკრებს უდგას სათავეში და უპირველეს ყოვლისა იქ უნდა მოუძებნონ შემცვლელი. „ბარსელონა” 2007-08 წლების სეზონის შემდეგ პირველად დარჩა ტიტულის გარეშე. თანამდებობიდან მოხსნილ კიკე...

ბაიერნმა ბართომეუ შეიწირა
ჩანაწერი

ბაიერნმა ბართომეუ შეიწირა

აღარ გავაგრძელოთ. „ბაიერნთან“ 2:8-მ გამოააშკარავა, რომ „ბარსელონა“ ზოგადად ფეხბურთის თუ არა, საფეხბურთო ელიტის ფსკერზე დაეშვა. აღარც სტატისტიკის და ისტორიის მოშველიებას აქვს აზრი. როგორც ამბობენ, მიცვალებულზე ან კარგი ან არაფერიო… გუშინდელი 2:8 ბოლო წერტილი იყო პრეზიდენტ ხოსეპ-მარია ბართომეუს კარიერაში. მომდევნო კვირაში კლუბის დირექტორთა საბჭო იკრიბება და პრეზიდენტის გადაყენების, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ იმსჯელებს. ბართომეუს ერთადერთი...

… ასე გაირღვა ბარსელონა
ჩანაწერი

… ასე გაირღვა ბარსელონა

ის, რაც გერმანულმა კლუბმა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დამართა, ვერცერთ გერმანულ ფილმში ვერ ვიხილავდით. ბავრიელებმა რვა ბურთი გაუტანეს „ბარსელონას“ და სულ თავ-ბედი აწყევლინეს.  კიკე სეტიენი და მისი სამწყსო ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდნენ თამაშის ასეთ განვითარებას. თავად კიკე სეტიენიც, როცა ეს სტრიქონები იწერება, ვეჭვობოთ, რომ უკვე უსამსახუროდ არის… მატჩის მინდინარეობას აღარ მოვყვებით… შესაძლოა, ცოტა ზედმეტი...

მესიმ, ბიელსა ხომ არ მოგვეყვანაო…
ჩანაწერი

მესიმ, ბიელსა ხომ არ მოგვეყვანაო…

ლეო მესიმ „ბარსელონას” შეფებს ახალ მწვრთნელად „ლიდს იუნაიტედის” არგენტინელი თავკაცის, მარსელო ბიელსას აყვანა ურჩია. ბიელსამ, მოგეხსენებათ, „ლიდსი” 2004 წლის შემდეგ პირველად დააბრუნა პრემიერლიგაში. ამასთან, მას ინგლისურ კლუბთან კონტრაქტის ვადა ერთ კვირაში გაუდის და თუმც მაგიდაზე ახალი ხელშეკრულება უკვე უდევს, ხელი ჯერ არ მოუწერია. და აი, მესის აზრად კრიტიკის ქარ-ცეცხლში გატარებული კიკე სეტიენის ნაცვლად „კამპ ნოუზე”...

სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია
ჩანაწერი

სეტიენი მესის ცალკე შეხვედრია

კატალონიური მედია „ბარსელონას” „ოსასუნასთან” 1:2 მარცხის შემდეგ ლეო მესის ბრაზიან კომენტარს იხსენებს. მაშინ, „ბლაუგრანას” მეგავარსკვლავის სიტყვები მწვრთნელის კიკე სეტიენისა და კლუბის დღევანდელი სისტემის წინააღმდეგ გალაშქრებას ჰგავდა. ასე თუ გავაგრძელებთ, „ნაპოლისთან” აუცილებლად წავაგებთო, თქვა იმ დღეს არგენტინელმა და მისმა ნათქვამმა კლუბის იერარქიაში შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, ჩატარდა შემდეგი მატჩი „ალავესთან”, რომელიც „ბარსამ” 5:0 მოიგო და მესის ტონი...

ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი
ჩანაწერი

ბარსელონას დასუსტების 10 მიზეზი

კატალონიურმა „სპორტმა” ჩამოწერა ათი მიზეზი, თუ რატომ ვერ მოიგო „ბარსელონამ” ესპანეთის ჩემპიონის ტიტული. სეზონი „ბლაუგრანას” გულშემატკივრებისთვის გამაწბილებელი გამოდგა. ამის დასტური გუნდის კაპიტნის ლეო მესის ბოლო ინტერვიუა, რომელიც არგენტინელმა „ოსასუნასთან” საშიანო მარცხის შემდეგ მისცა და ბრაზი არ დამალა. კატალონიელთათვის გამაღიზიანებელი და იმავდროულად სიმბოლური გახლდათ ისიც, რომ ეს წაგება „რეალის” ჩემპიონობის დღეს დაემთხვა. ეს გახლდათ ბოლო ათწლეულის...

სეტიენმა მომავალი დაინახა
ჩანაწერი

სეტიენმა მომავალი დაინახა

„ბარსელონას“ თავკაცი კიკე სეტიენი საკუთარ მომავალს ისევ კატალონიურ კლუბში ხედავს. „რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში ჩემ თავს ისევ „ბარსელონას“ მწვრთნელად ვხედავ. თუმცა, რეალობა ისეთია, ხანდახან დასახული მიზანის განხორციელება არ გამოდის. დიახ, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ არა სრულად. როდესაც ეძებენ დამნაშავეს, რატომღაც ყველა მთავარ მწვრთნელს უყურებს. არ მაქვს ისეთი შეგრძნება, რომ ყველაფერი ცუდად არის, რადგან ბოლო პერიოდში...

ბარსამ თავისი სვლა გააკეთა…
ჩანაწერი

ბარსამ თავისი სვლა გააკეთა…

„ბარსელონამ” სტუმრად მოუგო „ვალიადოლიდს” 1:0 და ჩემპიონობის შანსი შეინარჩუნა, ოღონდ, საამისოდ „რეალმა” უნდა დაკარგოს ქულები. ამჟამად,  მადრიდელებს 35 შეხვედრიდან 80 ქულა აქვთ, „ბარსას” კი 36 შეხვედრიდან 79. „რეალის” მოგებებს „ბარსელონას” მხარდამჭერი მედიის სტატიებზე დაყრდნობით გაცნობთ ხოლმე; ახლა ვნახოთ რა დაწერა „ბლაუგრანას” წარმატებაზე AS-მა. მადრიდულმა გაზეთმა ხაზი გაუსვა, რომ „ბარსელონას” წარმატებას მხოლოდ არითმეტიკული მნიშვნელობა ჰქონდა, თორემ...