„ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა კიკე სეტიენმა, გუშინ, თავისი და თავისი შტაბის წევრების, ედერ სარაბიას, იონ პასკუასა და ფრან სოტოს სახელით განცხადება გაავრცელა. მასში წერია:
„უკვე ერთი თვე გავიდა კლუბ „ბარსელონას” დირექტორთა სრულ დუმილში. ჩვენ, ბუროფაქსის საშუალებით არ მიგვიღია არანაირი პასუხი ჩვენი პრეტენზიისა და მოთხოვნის საპასუხოდ, რაც იმის ნიშანია, რომ დირექტორატი არ აპირებს იმ შეთანხმების შესრულებას, რომელსაც 2020 წლის 14 იანვარს მოვაწერეთ ხელი”.
კატალონიური პრესა წერს, რომ კლუბის ინფორმაციით სეტიენმა და მისმა ასისტენტებმა მიიღეს ოფიციალური შეტყობინება იმის შესახებ, რომ ისინი თავიანთი ფუნქციების შესრულებას ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე წყვეტენ.
სეტიენი ამაზე თანახმა არ არის და რაკი ასახელებს რაღაც შეთანხმებას, რომელზეც მხარეებმა მისი თქმით ხელიც მოაწერეს, ესე იგი ჩივილის ფორმალური საბაბიც აქვს.
„ახლა თავს მოვალედ ვთვლით საქმე ჩვენს იურისტებს გადავცეთ, რათა მათ ის ბოლომდე მიიყვანონ”, — დაწერა სეტიენმა, რომელიც „ბარსელონასთან” სასამართლოში დავის გარდა სხვა გამოსავალს ვეღარ ხედავს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 09:15დუეს არ ათამაშებენ და ახალ კონტრაქტს სთავაზობენ
აქეთურ-იქითური18/09/2026 | 08:28პსჟ-ს ყოფილი დირექტორი პსჟ-ს წინააღმდეგ
სიახლეები18/09/2026 | 07:10პაპემ ჟორჟს პენალტი არ დაარტყმევინა
აქეთურ-იქითური17/09/2026 | 08:43ირაოლა მამარდას შესახებ…
