„კამპ ნოუზე”, აუდიტორია 1899-ის წინ შეგროვილმა ლიდერებმა, რომლებიც წარმოადგენენ მოძრაობას „უნდობლობა ბარტომეუს”, განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტის წინააღმდეგ პროცესის დასაწყებად 20 731 ხმა მოაგროვეს. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს რიცხვი ზუსტი არ იყო, რადგან ყუთებში კიდევ უფრო მეტი, 20 984 ბიულეტენი აღმოჩნდა.
ხმების რაოდენობას კლუბის 24 თანამშრომელი ითვლიდა. მინიმალური ზღვარი, რომელიც ბარტომეუს მოწინააღმდეგეებს უნდა გადაელახათ, გახლდათ 16 520.
კიდევ ერთმა გადათვლამ აჩვენა, რომ ზემოხსენებული 20 984 ბიულეტენიდან მხოლოდ 277 იყო ბათილი. ამრიგად, დადგინდა საბოლოო რიცხვი — 20 687.
ეს „ბარსელონას” ისტორიაში უნდობლობის რეკორდია!

ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
