გუშინ თბილისის „ლოკომოტივისგან“ მოსკოვის „დინამოს“ ძლევამ ისეთი სიხარული მოგვგვარა, მხოლოდ ფეხბურთის ჩარჩოებში რომ ვერ ეტევა.სპორტისგან ძალიან შორს მდგომი სიხარულიც იყო, მაგრამ ისე როგორ მოხდებოდა, თავადვე არ გაგვეფუჭებინა საერთო სურათი?!
„მიხეილ მესხზე“ აკრედიტირებულ ახალგაზრდას პოლიციელებმა მაისურის გახდა მოსთხოვეს.
მიზეზი – მაისურზე საქართველოს რუკა იყო დატანილი აფხაზეთ-სამაჩაბლოიანად…
საბაბი -სტუმრებს პატივი ვცეთ და არ გავაღიზიანოთო…
როგორ უნდა გავაღიზიანო სტუმარი, რომელიც სტუმარი სულაც არ არის, თუნდაც იმიტომ, რომ არ დაგვიპატიჟია.
ახლაც, უეფას კენჭისყრამ მოგვისაჯა მოსკოველები, თორემ ისე აგერ უკვე ორ საუკენეზე მეტია, სულ დაუპატიჟებლად დადიან.
და რას უნდა გაეღიზიანებინა რუსი? იმას რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიგვაჩნია?
აბა რა წარწერებით დავხვედროდით? КРЫМ ВАШ?
ხანდახან ერთი მეტისმეტად გულმოდგინე ზემდგომის მითითება ქვემდგომს ისეთს ჩაადენინებს, ასეთი ლამაზი საღამოს მერეც კი გულში ხინჯი რომ გრჩება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
