პირველ მარტს მადრიდის „რეალი“ საკუთარ „სანტიაგო ბერნაბეუზუ“ კატალონიურ „ბარსელონას“ მასპინძლობს. ამ გუნდების ყველა ჯახი ისედაც საფეხბურთო კლასიკაა, მაგრამ კვირა საღამოს სულ სხვა დატვირთვა ექნება. კიკე სეტიენის გუნდს ორქულიანი ფორა აქვს და თუ მოიგო, ფაქტობრივად უიმედოდ ჩამოიტოვებს სამეფო კლუბს. თავის მხრივ, ზიზუს და კომპანიას უკან დასახევი მისხალიც არ დარჩათ. ჩემპიონთა ლიგაში „სიტისთან“ საშინაო მარცხმა მათი სამეოთხედფინალო...
ჭდე: კიკე სეტიენი
რა დაინახეს არაკეთილმოსურნეებმა?
გუშინ, ლა ლიგაში „ბარსელონამ” „ხეტაფეს” 2:1 მოუგო, მადრიდულმა გაზეთმა „მარკამ” კი ესპანეთის ჩემპიონს ამ გამარჯვებაში ექვსი ნაკლი დაუნახა. ვფიქრობთ, „მარკას” შეხედულებების გაცნობა საინტერესოა. მართალია, დედაქალაქელი ჟურნალისტები „ბარსას” მიმართ მაინცდამაინც კეთილგანწყობილნი არ არიან, მაგრამ ვინ იცის, მათი ნათქვამში რაიმე დასაფიქრებელი ან უბრალოდ ფაქტი ეწეროს. ასე მაგალითად, ჟორდი ალბას დაშავება „ბარსელონასთვის” ცუდი რომ არის, ამის თქმას დიდი...
კიკეს ფავორიტი
„ბარსელონას“ ახალი თავკაცი კიკე სეტიენი ორი ფეხბურთელის მიმართ ნდობას განსაკუთრებით ამჟღავნებს – ლეო მესისა და სერხი ბუსკეტსისადმი. ბუსკეტსი ერნესტო ვალვერდესთან იმდენად მნიშვნელოვანი ფეხბურთელი არ იყო, როგორც მანამდე და ახლა. კიკე სეტიენის ხელში, მან 7 თამაშიდან 6 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 90 წუთი დაჰყო. სათადარიგოთა სკამზე ის მხოლოდ, კოპა დელ რეიზე, „იბიცას“ წინააღმდეგ შეხვედრაში იჯდა. ვალვერდეს...
კაპიტნის ანტირეკორდი
ერთი ქართული ფილმის არ იყოს, „ბარსელონას“ შემოლაწუნება ჭირდება. ერნესტო ვალვერდეს გათავისუფლების შემდეგ, დიდად ვერც მისი შემცვლელი კიკე სეტიენი ბრწყინავს. მართალია, სეტიენმა გუნდი ჯერ მხოლოდ სამჯერ დამოძღვრა, რომელთაგან ორში იმარჯვა, მაგრამ ვაი ასეთ მოგებებს. კატალონიური გრანდის თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს და აგერ ლა-ლიგის 21-ე ტურში „ვალენსიასთან“ სრული კაპიტულაცია გამოაცხადა – 0:2. ბუნებრივია, ეს კიკე სეტიენის...
სეტიენმა ბარსაში გვარდიოლა დააბრუნა?
ორი მატჩი (მათ შორის ერთი სათასო) ძალიან ცოტაა მწვრთნელის ხელწერაზე სასაუბროდ, მაგრამ „ბარსელონაში“ ნახევარი სეზონი ავანსად არასოდეს არავისთვის უჩუქებიათ. რა შეიძლება ითქვას კიკე სეტიენის პირველ ორ მატჩზე? იქმნება სურათი, რომ კიკე ბარსელონაში გვარდიოლასდროინდელი ფეხბურთის დაბრუნებას აპირებს და დაცვაში თამაში ისევ მეორეხარისხოვანი გახდება. უმთავრესი ისაა, რომ კიკე სეზონის ბოლომდე ვერ დაიხმარს ლუის სუარესს. ასეთ ვითარებაში ფატი...
კიკე – ბარსას ელ მაესტრო
„ბარსელონას“ ფანებისთვის ცოტა მოულოდნელი აღმოჩნდა კლუბის დირექტორატის გადაწყვეტილება. 14 იანვარს კატალონიური გრანდის საჭე კიკე სეტიენმა ჩაიბარა. კონტრაქტი 0.5+1+1 სისტემით გაფორმდა, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ყველას ერთადერთი კითხვა აწუხებს: რატომ სეტიენი, რომელსაც სამწვრთნელო ასპარეზზე დიდად არ დაუქუხია და არა იგივე ხავი? ხავის შემთხვევაში პასუხი მარტივია: „ბარსელონას“ დარი გრანდები შეთავაზებას, რომელზე უარის თქმაც შეუძლებელია, მხოლოდ...
ბარსელონამ კიკეს დაუძახა
„ბარსელონას“ ლეგენდის, ხავი ერნანდესის შინ დაბრუნების თაობაზე ცნობა ტყუილი გამოდგა. ყოფილი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერა შარშან მაისში დაასრულა, ამჟამად საუდის არაბეთის „ალ სადის“ მწვრთნელია. ესპანეთის სუპერთასზე განცდილი კრახის შემდეგ, „ბარსელონას“ ბოსებმა ერნესტო ვალვერდეს კარისკენ მიუთითეს, მისი ადგილის დაკავებას სწორედ ხავის უწინასწარმეტყველებდნენ. „ალ სადის“ მფლობელი არაბი შეიხები მას საუკეთესო სურვილებით დაემშვიდობნენ კიდეც, მაგრამ ამაოდ… „ბარსელონას“ ენრიკე სეტიენი...






