დაუფიქრებელი გამონათქვამები მეტწილად ბოდიშის მოხდით მთავრდება. „ბარსელონას” ყოფილ თავდამსხმელ, ფრანგ კრისტოფ დიუგარისაც ასე მოუვიდა. „ერთი წამით არ მინდოდა აუტისტი ადამიანების შეურაცხყოფა. ასეთი რამ მიზნად არ მქონია. ბოდიშს ვიხდი, თუკი ვინმეს გული ვატკინე”, — თქვა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა. ახლა კი თავად ამბავი: დიუგარი „ბარსელონაში” მისი თანამემამულის ანტუან გრიზმანის მდგომარეობამ გააბრაზა. გრიზმანს სულ ცოტას და ცოტას...
ჭდე: კიკე სეტიენი
სეტიენის დე ფაქტო და დე იურე
მორჩა, დამთავრდა! — წერს კატალონიური „სპორტი”, — „ბარსელონამ” „ატლეტიკოს” დამარცხება ვერ შეძლო და ახლა, ცხრილში, „რეალს” ერთი ქულით ჩამორჩება. თან თამაშით მეტი აქვს. ეს გახლდათ გუნდის მესამე ფრე ბოლო ოთხ შეხვედრაში. თუ მადრიდი 2 ივლისს „ხეტაფეს” მოუგებს, გუნდებს შორის განსხვავება 4 ქულა გახდება. ჩემპიონატის დამთავრებამდე 5 ტურით ადრე კი ეს ცუდ მდგომარეობაში ყოფნას ნიშნავს. არადა,...
ბარსელონა სეტიენს აუჯანყდა
ყოვლისმცოდნე ესპანური მედია სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს: „სელტასთან“ ფრედ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ფეხბურთელებსა და მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენს შორის საკმაოდ ხმამაღალი საუბარი შედგა. გუნდი უკმაყოფილოა როგორც სეტიენის მიერ შერჩეული ტაქტიკით, ასევე თამაშის მსვლელობისას მის მიერ შეტანილი კორექტივებით. საქმე მხოლოდ კონკრეტულ შეხვედრაში და დაკარგულ ორ ქულაში როდია. წყაროს ინფორმაციით, მთავარ მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის არ არის ჰარმონია...
ეს იგივე გუნდია
„რეალმა” სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” რომ მოუგო, ჩვენ კატალონიური „სპორტის” მიმოხილვა შემოგთავაზეთ. გუშინ, როდესაც „ბარსელონამ” ვიგოში „სელტასთან” 2:2 ითამაშა, გთავაზობთ მადრიდულ „მარკაში” დაწერილ გარჩევას. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილამდე „ბარსა” ლა ლიგის ცხრილში ლიდერობდა, მაგრამ როდესაც „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), სატურნირო რეალობა შეიცვალა: იმ დღის მერე თუკი ესპანური დოღის მონაწილე ორივე გუნდი ყველა დარჩენილ შეხვედრას მოიგებდა...
კიკე: ჭკვიანი კაცია პიკე!
დღეს შუაღამისას ანუ საქართველოსთვის ფორმალურად უკვე ხვალ, „ბარსელონა” „ბილბაოს” უმასპინძლებს. „ბარსა” პირველ ადგილზე აღარ არის. იმის გამო, რომ პარასკევს „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ინიციატივა „რეალს” გადააბარა, მადრიდის გუნდმა კი თავის წილ „რეალ სოსიედადს” 2:1 სძლია და გალიდერდა. „რეალის” და „სოსიედადის” შეხვედრამ, როგორც ვწერდით, კამათი გამოიწვია. დღევანდელი მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე „ბლაუგრანას” თავკაცმა კიკე სეტიენმა თქვა: „არის რაღაცები,...
პირად შეხვედრებში უპირატესობა მადრიდელებისაა
მესი გაცეცხლდა. პირველი ტაიმის ბოლოს მან მეტოქე დიეგო კარლოსს ხელი ჰკრა. ის, რასაკვირველია წაიქცა და ეს ყველაფერი მოხდა „ბარსელონასა” და „სევილიას” შეხვედრაში, რომელიც 0:0 დამთავრდა. ახლა, ლა ლიგის ცხრილში „ბარსას” 30 შეხვედრიდან 65 ქულა აქვს, ხოლო „რეალს” 29 შეხვედრიდან 62. განსხვავება სულ სამი ქულაა. მადრიდელები ხვალ, შუაღამისას, სან სებასტიანში „რეალ სოსიედადს” ეთამაშებიან… „ჩვენზე აღარ არის...
შეეშალა და რას იზამ
„ბარსელონას” დღეს აქვს ლა ლიგის აღდგენილი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა. ესპანეთის ჩემპიონი მალიორკაზე თამაშობს. შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, ასე რომ ფორმალურად ჩვენთვის ის ხვალაა. ამ მატჩისთვის მზადების დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნესლონ სემედომ სადღაც, ისეთ ადგილზე ამოჰყო თავი, სადაც ოცზე მეტი ადამიანი იყო ერთად შეკრებილი. ეს კი განა მხოლოდ კლუბ „ბარსელონას”...
ხუთი ცვლილება – რა, კალათბურთია?
„ატალანტას“ მწვრთნელი ჯან პიერო გასპერინი აცხადებს, რომ ფეხბურთში სამი ცვლილების ნაცვლად დაშვებული ხუთი ცვლილება კარგი იდეა არ არის. „ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ფეხბურთელები „მშიერები“ არიან და თამაში უნდათ. ვარჯიშებზე ჩვენ უფრო უკეთ მოვემზადეთ და თუნდაც ხვალვე შეგვიძლია მოედანზე გასვლა. თუმცა, ბევრს პირადი ინტერესი ამოძრავებს და არ უნდა ჩემპიონატის გაგრძელება. ამით უნდათ ჩავარდნილი სეზონი „ჩამოწერონ“. არც მე...
ბარსას სამი ცვლილება ერჩივნა
„ბარსელონას” მწვრთნელი კიკე სეტიენი მიიჩნევს, რომ ახალი წესი მის გუნდს დააზარალებს. ლაპარაკია ცვლილებებლის რაოდენობაზე: როგორც იცით, ერთ მატჩში სამის ნაცვლად ნებადართული იქნება ხუთი ცვლილება. ეს წესი დროებითია და მანამდე იმოქმედებს, სანამ კარანტინიდან გამოსული ფეხბურთელები შეწყვეტილ ჩემპიონატს ჩაამთავრებენ. ლა ლიგია კორონავირუსის პანდემიის გამო მარტში შეჩერდა, 11 ივნისს კი უნდა განახლდეს. პირველი მატჩი იქნება „სევილიასა” და „ბეტისის”...
საჩუქარი არ მინდა!
„ბარსელონას“ მწვრთნელ კიკე სეტიენს დიდი სურვილი აქვს ამ სეზონში ორი ტიტული ჩაიხუტოს. ესპანელ სპეციალისტს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. ახლა, მთავარია ჩემპიონატი განახლდეს, თორემ შანსი ნამდვილად ორივეგან აქვს: ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსა“ ლიდერია და მადრიდის „რეალს“ 2 ქულით უსწრებს. ამასთან უშუალო კონკურენტთან უკვე ორივე მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად...









