„ბარსელონას“ მწვრთნელ კიკე სეტიენს დიდი სურვილი აქვს ამ სეზონში ორი ტიტული ჩაიხუტოს. ესპანელ სპეციალისტს ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს.
ახლა, მთავარია ჩემპიონატი განახლდეს, თორემ შანსი ნამდვილად ორივეგან აქვს: ესპანეთის ჩემპიონატში „ბარსა“ ლიდერია და მადრიდის „რეალს“ 2 ქულით უსწრებს. ამასთან უშუალო კონკურენტთან უკვე ორივე მატჩი აქვს ჩატარებული. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, მერვედფინალში „ბარსელონა“ სტუმრად 1:1 ეთამაშა იტალიურ „ნაპოლის“, ხოლო განმეორებით შეხვედრა ჯერ არ გამართულა.
„ნორმალური ცხოვრების დაბრუნება მინდა. რაც მოხდა, ყველას შეგვეხო. როდესაც ვარჯიშებს დავუბრუნდებით, გავაკეთებთ იმას, რასაც ვერ ვაკეთებდით სახლში. ორ ტურნირზე გვაქვს სათამაშო და ორივე მოტივაციას გვმატებს. მოკლე მონაკვეთში გუნდში საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება შედარებით იოლი იქნება. ამასთან, ორ ტიტულზე გვაქვს პრეტენზია. ეს არ გვსურს მოხდეს საჩუქრად – უნდა ვითამაშოთ ყველა მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში და ისე მოვიგოთ. ცხადია, იგივე გვინდა ჩემპიონთა ლიგაშიც,“– თქვა სეტიენმა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
სიახლეები17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
სიახლეები09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
