კუმანი ვერ დაჯდება

Home აქეთურ-იქითური კუმანი ვერ დაჯდება
კუმანი ვერ დაჯდება
რონალდ კუმანი თითქოს უკვე „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელია და ბოლომდე არც არის.
საქმე იმაშია, რომ ჰოლანდიელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისგან არ მიუღია ნებართვა, რომელიც ოფიციალური მატჩებისას გუნდის სათადარიგოთა სკამზე ადგილის დაკავების უფლებას მისცემს.
„ბარსელონამ“ ჯერაც ვერ მოაგვარა პრობლემა ყოფილ მთავარ მწვრთნელ კიკე სეტიენთან, რომელიც ნაადრევად გათავისუფლების გამო კომპენსაციას ითხოვს.
შესაბამისად, კლუბის და ექს-მწვრთნელის გაყრა ოფიციალურად დასრულებული არ არის.
თუ პრობლემა თვის ბოლომდე არ მოგვარდა, კუმანი ნებართვას ვერ მიიღებს და ლა ლიგის სასტარტო ტურში „ვილიარეალთან“ „ბარსელონას“ ტრიბუნიდან უხელმძღვანელებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".