აღარ გავაგრძელოთ. „ბაიერნთან“ 2:8-მ გამოააშკარავა, რომ „ბარსელონა“ ზოგადად ფეხბურთის თუ არა, საფეხბურთო ელიტის ფსკერზე დაეშვა. აღარც სტატისტიკის და ისტორიის მოშველიებას აქვს აზრი. როგორც ამბობენ, მიცვალებულზე ან კარგი ან არაფერიო…გუშინდელი 2:8 ბოლო წერტილი იყო პრეზიდენტ ხოსეპ-მარია ბართომეუს კარიერაში. მომდევნო კვირაში კლუბის დირექტორთა საბჭო იკრიბება და პრეზიდენტის გადაყენების, ასევე ახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ იმსჯელებს.
ბართომეუს ერთადერთი სტრატეგია ჰქონდა: მოვიყვანოთ, ვინც ლეოს უნდა და დანარჩენს თავად იზამსო. გერმანულმა „ბლიც კრიგმა“ ბართომეუს სტრატეგია სრულად მოაშიშვლა.
გასაგებია, რომ „ბლაუგრანას“ ფანები ფაქტობრივად უკვე ყოფილ პრეზიდენტს ანათემას გადასცემენ. საკითხავი ისღაა, ვინ იქნება შემცვლელი. მთავარი მწვრთნელი კიკე სეტიენი?
აკი, ან კარგი, ან არაფერიო?
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
