ბოლო დროს გავრცელებული ცნობები გია ცეცაძის „ლვოვის“ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ დადასტურდა. 45 წლის სპეციალისტი აქამდე მხოლოდ საქართველოში მუშაობდა. ცეცაძე წვრთნიდა გორის „დილას“, თბილისის „ლოკომოტივს“, „სამტრედიასა“ და „საბურთალოს“. სამტრედიაში მუშაობისას გახდა საქართველოს ჩემპიონი (2016) და სუპერთასის მფლობელი. ექვსი წლის წინ ცეცაძის გაწვრთნილი 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 8 საუკეთსო გუნდს შორის გავიდა. მუშაობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში. იყო საქართველოს...
წელი: 2020
სამყარო საქართველოს წინააღმდეგ
თითქოს, მთელი სპორტული სამყარო საქართველოს წინააღმდეგ არის. ჯერ იყო და ძალოსნობას, სადაც ოქროს მედლები, თავის მსოფლიო რეკორდებით თითქმის გარანტირებული გვქონდა, დაეტაკნენ და ოლიმპიადიდან უნდათ ამოღება, ახლა იგივე ბედი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას ელის. ამის თაობაზე, გაერთიანებული მსოფლიო ჭიდაობის (UWW ) აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა, აზერბაიჯანელმა ნაგიმ ალიევმა განაცხადა. ბერძნულ-რომაულ ჭიდაობას მოკვეთა 2024 წელს, პარიზში გასამართ ოლიმპიურ თამაშებზე ემუქრება....
დემბელე ნისიად
ესპანური „ბარსელონა“ მზადაა უსმან დემბელეს შეელიოს და საამისოდ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. პირველი, ბუნებრივია, სრულფასოვანი ტრანსფერია და ამ შემთხვევაში ფრანგის ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში იქნება. თუ კრიზისულმა პერიოდმა ტრანსფერის ვარიანტი შეაფერხა, ბარსელონელები მზად არიან, დემბელე იჯარით გაუშვან, ოღონდ შემდეგი გამოსყიდვის უფლებით. ეს მკაფიო სიგნალია მისი მსურველი კლუბების, უპირველესად კი „ლივერპულისთვის“ – იურგენ კლოპი არ მალავს...
კორტზე კორონაა
როგორც კი კორონავირუსის პანდემიის გამო ჩოგბურთში რეგულაციები შემცირდა, მოწყენილმა ჩოგბურთელებმა ტურნირები „მოსცხეს“. უფრო სწორად, ნოვაკ ჯოკოვიჩმა Adria Tour-ის მოწყობა ითავა და ტოპ-მეჩოგნეები მიიწვია… 13-14 და 20-21 ივნისს ბელგრდსა და ზადარში საგამოფენო ტურნირები გაიმართა. Adria Tour საზოგადოებრივი კრიტიკის ქვეშ მოექცა, რადგან ჩოგბურთელები არც თუ კარგად იცავდნენ რეგულაციებს – არ იცავდნენ დისტანციას და ტრიბუნებზე მაყურებლები გვერდი-გვერდ ისხდნენ....
სერხიო გაპირველდა
მადრიდის „რეალმა“ სტუმრად 2:1 მოუგო სან სებასტიანის „რეალ სოსიედადს“. დედაქალაქელთა პირველი გოლი სერხიო რამოსმა შეაგდო, რომელიც არამარტო მნიშვნელოვანი, არამედ ისტორიულიც აღმოჩნდა. ბასკების კარში გატანილი გოლით, მადრიდელთა კაპიტანი ლა ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი მცველი გახდა. რამოსმა უკან ჩამოიტოვა „ბარსელონას“ ნიდერლანდელი მცველი რონალდ კუმანი. სერხიო რამოსს ლა ლიგაში უკვე 68 გოლი აქვს გატანილი… სან სებასტიანში მოგებით კი...
ერთი კი არა, ყველა!
როდესაც პარასკევს „ბარსელონამ” „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), ითქვა, რომ ამიერიდან კატალონიელებზე აღარაფერია დამოკიდებული. სადავეები „რეალის” ხელში გადავიდა. მიზეზი: მიმდინარე სეზონში „რეალმა” „ბარსას” პირად შეხვედრებში აჯობა და ამიტომ, თუკი ეს ორი გუნდი ქულათა თანაბარ რაოდენობას დააგროვებს, ჩემპიონად მადრიდი გამოცხადდება. ამისათვის კი საჭიროა „თეთრებმა” ყველა დარჩენილ შეხვედრაში გაიმარჯვონ. და აი, კვირას, სან საბასტიანში, „რეალ სოსიედადთან”, „რეალმა” დარჩენილი...
კორონა და გადადებული კორონაცია!
გარდაუვალი კორონაცია გადაიდო! — ეს წინადადება ინგლისური მას-მედიისგან ვისესხეთ. ლივერპულში, „გუდისონ პარკზე”, ჩატარდა „უსისხლო” მერსისაიდური დერბი, რომელიც 0:0 დასრულდა. შედეგად, თითქმის ჩემპიონი „ლივერპული” დარჩა ისევ იქ, სადაც კორონავირუსის პანდემიამდე იყო. ახლა, თუკი „წითლების” მდევარი, „მანჩესტერ სიტი”, შეხვედრას შეხვედრაზე მოიგებს, 2 ივლისს, „ეტიჰედზე”, „ლივერპული” მასთან სათამაშოდ რომ ჩავა, ჯერ კიდევ არ იქნება ჩემპიონი. სტატისტიკაც ჯიუტად მეტყველებს,...
ჯოკოვიჩი: მზად ვარ ლებრონ ჯეიმსთან სათამაშოდ
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჩოკოვიჩმა კალათბურთის სათამაშოდ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფორვარდ ლებრონ ჯეიმსს გაუგზავნა. „ნოლემ“, რომლის სიმაღლე 188 სმ-ია, საკუთარ „ტვიტერზე“ ვიდეო დადო, სადაც ბურთის ტარების დემონსტრირებას ახდენს, შემდეგ კი, ზუსტად ისვრის კალათში. იქვეა მინაწერიც – მზად ვარ ლებრონ ჯეიმსთან სათამაშოდ? თავად ჯეიმსმა უყურადღებოდ არ დატოვა ნოვაკის კითხვა… „ჰა! ვფიქრობ, შენ ერთ-ერთზე სათამაშოდ მზად ხარ....
მოურინიო კეინს წავლას აიძულებს
ჟოზე მოურინიომ „ტოტენჰემში“ საკუთარი ხელწერა მიიტანა და ეს გუნდის უპირველესი ვარსკვლავის – ჰარი კეინის თამაშზე მხოლოდ უარყოფითად აისახა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვა Sky Sports -ის წამყვანმა ექსპერტმა პოლ მერსონმა. „კეინის გამო მაშინვე შევშფოთდი, როგორც კი გუნდში ჟოზე მივიდა. პოჩეტინოს დროს, საითაც არ უნდა განვითარებულიყო თამაში, გუნდი ერთად, კომპაქტურად გადაადგილდებოდა. შესაბამისად, იყო გოლები, დარტყმები, გამჭოლი...
საფრანგეთი თასით იწყებს
თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება. უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის...









