საფრანგეთი თასით იწყებს

Home აქეთურ-იქითური საფრანგეთი თასით იწყებს
საფრანგეთი თასით იწყებს

Coronavirus latest: France says Paris no longer ′red zone′ | News ...თავდაპირველად, საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში სპორტული ღონისძიებები სექტემბრამდე აკრძალა და ქვეყნის ჩემპიონატიც ვადაზე ადრე დაასრულა, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალა. ოღონდ ეს ჯერ საფეხბურთო ლიგა 1-ს არ ეხება.

უკვე დადგენილია, რომ 11 ივლისიდან საფრანგეთში გუნდურ ტურნირებს დაუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის გამო გამოწვეული შეზღუდვების ახალ ეტაპზე გადასვლის შესაბამისად მიიღეს, რაც ეროვნულ ფედერაციას საშუალებას მისცემს საფრანგეთისა და ლიგის თასის ფინალები ჩაატაროს.

რაც შეეხება დასწრებას: თავდაპირველად ღონისძიებებზე დაშვებული იქნება 5 ათასი მაყურებელი, ხოლო ლიგა 1-ის განახლების შემდეგ მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...