„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს საჭიროების შემთხვევაში გასახდელში ფეხბურთელებისთვის ყვირილი სჩვეოდა და მის ამ ღრიალს ფენს უძახდნენ — თმას აშრობს და ყალყზე აყენებსო. დღეს, მანჩესტერელთა ახალი ოღონდ დროებითი თავკაცი ოლე გუნარ სულშერი (ვისაც გნებავთ სოლსკიაერი) ამბობს, რომ სულაც არ არის გამორიცხული მანაც ააბღავლოს თავისი ფენი. სულშერს, რომელსაც ფერგის ფენის მხურვალება საკუთარ თავზე ბევრჯერ...
წელი: 2018
ქალი ვიცი მე ხელბურთში, ფრენბურთში და კალათბურთში
ბუქარესტის „სტიაუას“ პატრონს ჯიჯი ბეკალის PRO X TV -ს ჟურნალისტმა ჰკითხა, ქალთა გუნდის გაკეთებას თუ აპირებთო. პასუხი: „ღმერთის და ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ. ქალმა ფეხბურთი როგორ უნდა ითამაშოს? ეს სატანიზმია! ის ხომ ფეხბურთის სათამაშოდ არაა შექმნილი, არამედ სილამაზისთვის. იმისთვის რომ მამაკაცს მოეწონოს. უმალ კლუბიდან წავალ, ვიდრე ქალთა გუნდის გაკეთებას დავთანხმდები. ძალიან ცუდია ქალისთვის კრივი ან...
ჩვენ გვიყვარს ინტრიგა…
წლევანდელი პრემიერლიგა უკვე ისტორიულია. თამაშის ხარისხზე მოგვიანებით ვთქვათ და ჯერ ციფრები გავიოცოთ. – ეს სეზონი საუკეთესოა ლივერპულის ისტორიაში: 14 მოგება, 3 ფრე და 0 მარცხი. ეგ კი არა, ლივერპულმა ზედიზედ სამი მატჩიც რომ წააგოს, მიმდინარე სტარტი მაინც საუკეთესო იქნება მისთვის პრემიერლიგაში. – სიტის დღეისთვის 44 ქულა აქვს და ისტორიაში უკეთესი სტარტი მხოლოდ შარშან ჰქონდა. –...
ისკო ქალაქზე ფიქრობს
როგორც ესპანური AS იტყობინება, ისკო სერიოზულად განიხილავს „რეალის” დატოვებისა და „მანჩესტერ სიტიში” გადასვლის ვარიანტს. ინტერესი „ქალაქელთა” კატალონიელი თავკაცისგან პეპ გვარდიოლასგან მოდის. ისკოსაც ძალიან აწყობს „ეტიჰედზე” გადაბარგების ვარიანტი. ეს ყველაფერი ჭორი და ზერელე ლაპარაკი არ გეგონოთ. რამდენიმე დღის წინ ინგლისიდან მადრიდს აგენტი ჩაფრინდა, რომელიც „რეალის” წარმომადგენლებს შეხვდა და პრემიერლიგის ჩემპიონის ინტერესზე დაუწყო ლაპარაკი. მალაგელი გამთამაშებელი „რეალში”...
ალექსის სანჩესმა ნიძლავი მოიგო
ალექსის სანჩესმა თანაგუნდელებს WhatsApp-ით მესიჯი დაუგზავნა, ჟოზე მოურინიუზე ნიძლავი მოვიგეო. ჩილელი, რომლის ხელფასი კვირაში 505 000 გირვანქაა და რომელსაც მოურინიუს იმედგაცრუებას ეძახიან, რადგან კლუბმა ის პორტუგალიელის დაჟინებით იყიდა, მან კი ვერ გაამართლა, ახლა მარკუს როხოსგან მოგებულ 20 000-ს ითხოვს. სანჩესის მესიჯში წერია: „ხომ გეუბნებოდით!! მთავარი მოთმინებაა. როხო, შენ კი ჩემი 20 000 გმართებს”. ინგლისური მედიის აზრით,...
უკრავს ხარბი, მღერის მაიმუნი
მადრიდის „ატლეტიკოს“ საშობაო წვეულებაზე როკ კონცერტი გაიმართა. საამისოდ როკ-ჯგუფი არ მიუპატიჟებიათ – მომღერალი გახლავთ დიეგო სიმეონეს თავქარიანი თანაშემწე ხერმან ადრიან რამონ ბურგოსი, მეტსახელად „მონო“, რაც მაიმუნს ნიშნავს. „ატლეტიკოს“ ყოფილი მეკარე (2001-2004) 90-იანი წლებიდან მღერის. მის პირველ ჯგუფს ერქვა „ლა პიარა“ (ფარა), მერე კი სახელი შეუცვალა – „ბურგოს სიმპატია“. ბოლოს, მადრიდში თამაშისას, მეორედ გადანათლა ჯგუფი და...
შალკეში ნახშირი გათავდა
ლამაზი და ოდნავ გულისამაჩუყებელი გამოდგა `„შალკესა“ და „ლევერკუზენის” მატჩისწინა წუთები. ეფექტური ცერემონიით „შალკე“ საკუთარ მეტსახელსაც გამოეთხოვა – „მეშახტეები“. მერკელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ წყვეტს ნახშირის მოპოვების დოტაციას, რის გარეშეც ეს დარგი არაკონკურენტუნარიანია. ჩრდილოეთ რეინ-ვესტფალიაში უკანასკნელი შახტაც დაიხურა. იმავე “გაზპრომის” მასშტაბის კომპანიებიდან „შალკეს“ სპონსორი არასოდეს მოაკლდება, მაგრამ ეს სულ სხვა სიყვარულის ისტორია იყო – კლუბის და 20...
კრიშტიანუს ჟესტებსაც კი ვბაძავდი
კილიან მბაპე დღეს 20 წლის გახდა. ის მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ამომავალი ვარსკვლავია, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეობისკენ მიიწევს. „პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელმა „ლე პარიზიენს” ინტერვიუ მისცა, რომლის ამონარიდებს ქვემოთ გთავაზობთ. რას ნიშნავს ოცი წელი? არ ვიცი, ჩემს ცხოვრებაში არაფერი შეცვლილა. რომელი იყო თქვენი საუკეთესო დაბადების დღე? 14 წლის რომ გავხდი, ერთი კვირა „რეალში”...
მოურინიუ მათნაირი არ არის
„მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაგდების შემდეგ ჟოზე მოურინიუმ პირველი კომენტარი გააკეთა. მან ჯერ „სქაი სპორტს” უთხრა ორიოდ სიტყვა, შემდეგ კი ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა. „განსაკუთრებულმა” „სქაისთან” ლაპარაკში თქვა: „ამიერიდან, „მანჩესტერ იუნაიტედის” მომავალი ჩემგან, ჩემი მომავალი კი „მანჩესტერ იუნაიტედისგან” არის დამოუკიდებელი. ამაზე მეტი რატომ უნდა ვილაპარაკო? ჩემს გრძნობებს არავის გავუზიარებ, ფანებსაც კი. მორჩა და გათავდა. გუნდიდან წასვლის საკითხისადმი ჩემი...
დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს
ჩრდილოლონდონური დერბის დროს დელე ალის თავში ბოთლი მოარტყეს. ბოთლი ცხადია პლასტიკური იყო და ადვილი მისახვედრია, რომ ის ტრიბუნიდან ისროლეს. „არსენალის” მცველი სოკრატისი სასწრაფოდ მივარდა „ტოტენჰემის” ნახევარმცველთან დასახმარებლად. დელე ალი კი მეთოფეთა გულშემატკივრებისკენ შეტრიალდა და თითებით 2:0 აჩვენა. ინგლისური პრესა ყურადღებას ამახვილებს, რომ ეს უსიამოვნო ინციდენტი იმავე თვეში მოხდა, როდესაც იმავე გუნდების შეხვედრაში „ტოტენჰემის” მავანმა ფანმა...