ასაკოვან ქომაგებს ემახსოვრებათ, „დინამოს“ სტადიონი საბჭოეთობისას ქომაგთა დასწრების რეკორდს რეკორდზე ამხობდა და ის წარწერაც ტაბლოზე: „დღეს სტადიონზე სრული ანშლაგია“. სულ ცოტა უნდა ქართველ ქომაგს. პაწაწკინტელა წარმატება და სტადიონზე მოსვლას ნოემბერშიც არ დაგზარდება. ჰოდა, საკმარისი იყო, ჩვენს ეროვნულ ნაკრებს მიჯრით რამდენჯერმე თუნდაც არაგრანდებთან მოეგო და აჰა, შედეგიც! საქართველოს ნაკრები დასწრების მიხედვით ერთა ლიგაში მხოლოდ საკუთარ D...
წელი: 2018
ლებრონმა ებრაელებს ბოდიში მოუხადა
ვინ არის ლებრონ ჯეიმსი? ორი სიტყვით ამის ახსნა ძმელია. ჯერ ერთი, ეს ის კაცია, ვინაც მაიკლ ჯორდანის ყველა დროის უდიადესობას კითხვის ნიშანი დაუსვა… ეს ის კაცია, ვინაც მანამდე უფერული კლივლენდი NBA-ს მექად აქცია…. ის კაცია, ვისაც სოციალურ ქსელებში 43,5 მილიონი ხელმომწერი ჰყავს და ასეთი აუდიტორიით პრაიმტამშიც კი ვერც ერთი SNN ვერ დაიტრაბახებს… მოკლედ, ლებრონი უგვირგვინო...
კაპიტანი ნაწილ-ნაწილ იყიდება
რა ტრუსი, რის მაისური? რა მესი და რის რონალდუ? შვედურმა აიკ-მა ყოფილი კაპიტნის, ნილს-ერიკ იოჰანსონის დნმ-ის გაყიდვა დაიწყო! დნმ ანუ მოლეკულა, რომელიც გენეტიკურ ინფორმაციას შეიცავს, კრისტალიზებულია, სინჯარაშია მოთავსებული, 500 წლის განმავლობაში ინახება და 307 ევრო ღირს. კომპანია, რომელიც დნმ-ის „წარმოებასა“ და გაყიდვაზე მუშაობს, „ჩელსის“ ყოფილი მეკარის მაგნუს ჰედმანის და ვინმე რობერტ გრასის დაფუძნებულია. ვის რად...
კულისებში ფერგი ზის
„სანმა” ექსკლუზივი მოიპოვა: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი ოლე გუნარ სულშერის კონსულტანტად დადგება და თავის ყოფილ თავდამსხმელს გუნდის ძველ სიმაღლეებზე აყვანაში დაეხმარებაო. გაზეთის ცნობით ის, რომ ჟოზე მოურინიუს შემდეგ მანჩესტერელთა დროებით თავკაცად სწორედ სულშერი დანიშნეს, სერ ალექსთან კონსულტაციების შედეგია. ცხადია, ეს ისე არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ნაინსულტარი ლეგენდა, რომელიც შემდეგ ორშაბათს, 31 დეკემბერს, 77...
ქართველი მკვლელი
არანაირი შეცდომა. ნამდვილად ქართველია. თანაც ძალიან სიმპათიური ქალბატონი. ეთერ თუთბერიძე ჰქვია, საკუთარ საქმეში მსოფლიოში პირველია, მაგრამ ვიდრე მის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე გადავალთ, ერთი ხავსმოდებული ანეკდოტი უნდა შეგახსენოთ: მიხო და მარო ფიგურულ სრიალს უყურებენ. მიხომ ირინა როდნინას დანახვაზე ჩაილაპარაკა: – აუფ, ეს მომცა „პრაიზვოლნი“ პროგრამაში… მარო გამოეპასუხა: – ჰოოო, „აბიზაწელნიში“ ხო მხეცი ხარ! ანეკდოტი იმად გამახსენდა,...
MVP – ხენტო პაპის გასახარად!
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის ყველაზე ფასეულ მოთამაშედ (MVP) „რეალის” 23 წლის ნახევარმცველი მარკოს ლორენტე დაასახელეს. ლორენტე მადრიდშია დაბადებული. ის 2008 წელს, 13 წლისა შეუერთდა „რეალის” ბავშვთა სკოლას. მარკოს ლორენტე მადრიდელთა ლეგენდარული გარემარბის ფრანსისკო (პაკო) ხენტოს დის შვილიშვილია. მამამისი ფრანსისკო ლორენტე ხენტო ასევე გარემარბი გახლდათ. ის თამაშობდა „ატლეტიკოში”, „რეალსა” და „კომპოსტელაში”. ყველაზე მეტი შეხვედრა (106) „რეალის”...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
დედა, რა მაგარია ეს რონალდო, ნეტავ როგორი იქნება თუნდაც ხუთი წლის შემდეგ? ხუთი წლის შემდეგ სულ არ იქნება. რატომ? არ, რატომ: „ინტერი“ წელს ვერაფერს მოიგებს. რონალდოს მილიონით მეტს შესთავაზებს „რეალი“ და ესაც იქ გადავა. გაისად პირველი წრის შემდეგ „რეალი“ ვერაფერს მოიგებს და ამ დროს „ფიორენტინა“ შესთავაზებს მილიონით მეტს. რონალდოც იქ გადავა. „ფიორე“ რაღა ხვითოა? იქაც...
„რეალი” მეშვიდედ! ანუ მადლობა ზიდანს
„რეალმა” აბუ დაბიში, კლუბთა მსოფლიო თასის ფინალში „ალ აინი” 4:1 დაამარცხა და მეშვიდედ დაეუფლა მსოფლიოს ჩემპიონის წოდებას. აქვე დავძენთ, რომ ეს გახლდათ მადრიდელთა მიჯრით მესამე ტრიუმფი ამ შეჯიბრებაში. ჯილდოს, რომელსაც თავიდან საკონტინენტთაშორისო თასს უწოდებდნენ, შემდეგ კი სახელი და ფორმატი შეუცვალეს „რეალი” აქამდე 1960, 1998, 2002, 2014, 2016 და 2017 წლებში ფლობდა. ამ ტიტულის რაოდენობით „რეალთან”...
ზლატანი და კაკა
მედიაში გაჟონა „ლოს ანჯელეს გელაქსისა“ და ზლატან იბრაჰიმოვიჩის ახალი კონტრაქტის დეტალებმა. სავარაუდოდ, შვედი ვეტერანი 2019 წელს 7-დან 7.5 მილიონ დოლარამდე მიიღებს. საოცარია, მაგრამ ზლატანის ხელფასი თითქმის ხუთმაგდება – გასულ სეზონში გიჟმაჟმა ფორვარდმა 1.5 მილიონი მიიღო. მეორე მხრივ, „გელაქსის“ მფლობელებმა ღირსეულად დააფასეს შვედი, რომელმაც 27 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, 10 საგოლე გადაცემა შეასრულა და ლიგის საუკეთესო...
მესი 20 მილიონით გაიაფდა
რა ხდება ესპანურ ფეხბურთელთა ბაზარზე? ვინ გაძვირდა და ვინ გაიაფდა? Transfermarkt.de-მ ლა ლიგის ფასები გამოაცხადა, სადაც ყურადღება ლეო მესის გაიაფებამ მიიპყრო. „ბარსელონას” ლიდერი 180 მილიონი ევრო ღირდა, ახლა კი 160 მილიონი ღირს. ეს მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის მეეორე გაიაფება ყოფილა კარიერაში. პირველად მესი 2008 წლის თებერვალში გაიაფებულა, როდესაც არგენტინელის ფასმა 60-დან 55 მილიონამდე დაიკლო. ანალიტიკოსები წერენ,...