„სარბიელის“ მკითხველნო, ქართული სპორტის ქომაგნო, სპორტსმენებო და სპორტზე მწერალნო, სრულიად საქართველოვ – დამდეგ 2019 წელს გილოცავთ! წლები მიდის, ქვეყანა წინ მძიმედ იძვრის. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ვერ იქნა და ვერ დავსვით იმპორტზე მეტი ექსპორტის, სამშობლოდან ქართველთა გასვლაზე მეტი მობრუნების, სიკვდილიანობაზე მკვეთრად ამაღლებული შობადობის, უხასიათობაზე მეტი კარგი განწყობის მაჩვენებლები, მაგრამ ქართული სპორტი კი ჩვენია და საახალწლო სუფრაზე...
წელი: 2018
5 შეხვედრა გიორგი ასანიძესთან
ამ ამბავს დიდი შესავალი არ სჭირდება, პირდაპირ შეხვედრების გახსენებით დავიწყებ და ისედაც ცხადი გახდება, რისი თქმა მსურს. პირველი შეხვედრა – ტელევიზორიდან 2000 წელი იყო. თბილისში შემოდგომა იდგა, თუმცა ამინდი ჯერაც ზაფხულისა იყო. სახლში, აივნის გამოღებულ კართან ვიჯექი და აღელვებული სიგარეტს ღერი ღერზე ვეწეოდი. ტელევიზორში კი ამ დროს ძალოსანთა ოლიმპიურ შეჯიბრს უჩვენებდნენ. 25 წლის გიორგი ასანიძე...
შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა
სერხიო რამოსს საკლუბო ფეხბურთში 590 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთაგან 24-ში ის მოედნიდან გააძევეს, მაგრამ… 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მისთვის წითელი ბარათი აღარ ამოუღიათ. არადა, ერთი წლის წინ, იმ ავბედით დეკემბრის თვეში, „რეალის” კაპიტანი ორჯერ გააგდეს — „ბილბაოსთან” და „დეპორტივოსთან”, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალა. სხვათა შორის, 32 წლის...
მანჩესტერში აღარავინ იპრანჭებოდა
პოლ პოგბამ მორიგი შოუ მოაწყო — მსოფლიოს ჩემპიონმა „ბორნმუთის” კარში ორი გოლი შეაგდო, რაც გულშემატკივარმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მწვრთნელისთვის, ჟოზე მოურინიუსთვის მორიგი ალიყურის ჭმევად მიიღო. ახლა 25 წლის ნახევარმცველს უკვე 4 გოლი აქვს გატანილი. მას მერე, რაც პორტუგალიელი „ოლდ ტრეფორდიდან” გაუშვეს და გუნდი ოლე გუნარ სულშერს ჩააბარეს, პოგბა სხვა კაცად წარმოჩნდა. „ბორნმუთთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ...
ბადეზე ზის აზიზი
ცოლის გადაღებული ფოტოს გამო ქმარს გუნდიდან აგდებენ. ეს ფარსაგი ამბავი „გალათასარაის“ ფეხბურთელ სერდარ აზიზს დაემართა. 28 წლის მცველმა სტომაქის ტკივილი მოიმიზეზა, ვარჯიშებს აცდენდა და „სივასსფორთან“ პირველი წრის ბოლო ტურის მატჩიც გამოტოვა. სინამდვილეში ცოლთან ერთად გაჰკრა მალდივის კუნძულებზე, რომ საახალწლო არდადეგები მეტად გაგერძელებინა. ქალის ხელში ტელეფონი რომ საშიშია, ახლა სერდარმაც იცის. მეუღლის ფოტო ცოლმა ინსტაგრამზე ატვირთა...
საახალწლო ბომბარდირი
„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით. მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია. გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს...
მოდი აქ, შე სალაჰანა!
„არსენალის” მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე” „ლივერპულთან” შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა” „არსენალს” 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1. როდესაც ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, სოკრატისი და სალაჰი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, რა დროსაც კამათი ატყდა. სოკრატისი მიიჩნევდა, რომ სალაჰმა...
პულიშიჩური ფინიშის სწორს
„ლივერპული” სადაცაა „არსენალს” აჯობებს და „დორტმუნდის” ამერიკელ ვარსკვლავს, 20 წლის კრისტიან პულიშიჩს იყიდისო, წერს ინგლისური პრესა. ლაპარაკია იანვრის ტრანსფერზე. „ლივერპულის” გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი, რომელიც მერსისაიდელებამდე სწორედ „დორტმუნდის” თავკაცი გახლდათ, სეზონის მეორე ნახევარში საჩემპიონო შტურმისთვის ემზადება და პულიშიჩით სურს გაძლიერება. არადა, ვაჭრობა თავიდან „არსენალმა” დაიწყო. „მეთოფეებმა” დორტმუნდელებს 35 მილიონი გირვანქა (39 მილიონ ევრომდე) შესთავაზეს, მაგრამ...
2018 – გიორგი ჩაკვეტაძე
სუსხიან და საახალწლოდ გაპრანჭულ რუსთაველზე, რუსთაველისვე თეატრის წინ, ქართული საფეხბურთო საზოგადოება ნელ-ნელა იკრიბებოდა. ბევრი ცნობილი სახე დავლანდეთ. ვეტერანები, მოქმედები, ლეგიონერები, პოლიტიკოსები, ბიზნესმენები… ციოდა და ყველამ სითბოში შესვლა არჩია. იქ მათ სახელდახელო ფურშეტი ელოდათ. დაჯილდოება მცირე დარბაზში დაეგეგმათ და იმდენი ხალხი დაეპატიჟათ, ლამის ნახევარი ფეხზე დარჩა. ერთი მხრივ, ეს ცუდია. მეორე მხრივ კი სასიამოვნოა, როცა ქართული...
ბაღდადს ინგლისში ყატარი უნდა
ალჟირელი ბაღდად ბუნეჯა ის კაცია, მესიზე მეტი, 60 გოლი რომ გაუტანია 2018 წელს. „ლესტერი“ კიდევ ის გუნდია, რომელსაც ალჟირელი ფორვარდის ყიდვა სურს და მის გადაბირებაზე მუშაობს. ბუნეჯა 27 წლისაა, ყატარის „ალ სადში“ 2015-დან თამაშობს და 76 მატჩში 98 გოლი მიითვალა . ამ სეზონში ყატარის ჩემპიონატის 13 შეხვედრაში 26-ჯერ შეაგდო და აქედან 7 „ალ არაბის“ გაუტანა...