წელი: 2018

Home 2018
არმანი, ოღონდ ფრანკო
ჩანაწერი

არმანი, ოღონდ ფრანკო

ჯორჯო რა იყო და… ფრანკო არმანი 31 წლის არგენტინელი მეკარეა, რომელმაც ბოლო შვიდი სეზონი კოლუმბიაში, კერძოდ მედელინის “ატლეტიკო ნასიონალში” გაატარა, ახალი წლის პირველ დღეს კი წერილობით აცნობა მთელ მსოფლიოს, რომ სამშობლოში ბრუნდება — “რივერ პლეიტში” გადადის. ამაზე არგენტინულმა “ოლემ” დაწერა, “რივერს” და მის მწვრთნელს მარსელო გალიარდოს ბედნიერი 2018 დაუდგათო. “მე ავუხსენი “ატლეტიკო ნასიონალის” ხელმძღვანელობას, რომ...

პოლ სქოულზი შურიანიაო
ჩანაწერი

პოლ სქოულზი შურიანიაო

ჟოზე მოურინიუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდას პოლ სქოულზს შეუტია. შურიანი უწოდა. ეს ახალ წელს, ლივერპულში, “გუდისონ პარკზე” “წითელი ეშმაკების” “ევერტონთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ მოხდა. საქმე ის არის, რომ სქოულზმა, სხვადასხვა დროს, რამდენჯერმე გააკრიტიკა “განსაკუთრებული”, მათ რიცხვში პოლ პოგბაში 89 მილიონი გირვანქის გადახდისთვის. თანხა, რომელიც “იუნაიტედმა” ფრანგ ნახევარმცველში გადაიხადა, სარეკორდოა. “ევერტონთან” ორი ლამაზი გოლით მოგების შემდეგ ფრთაგაშლილმა...

პაბლო აიმარი: რიკელმე და მესი ცხოველები არიან
ჩანაწერი

პაბლო აიმარი: რიკელმე და მესი ცხოველები არიან

“ვალენსიას” არგენტინელ ლეგენდას, პაბლო აიმარს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია. “ვალენსია” ვახსენეთ, თორემ არგენტინის 17 წლამდელთა ნაკრების 38 წლის მწვრთნელს “რივერ პლეიტშიც” გაუგორებია ბურთი, “სარაგოსაშიც”, “ბენფიკაშიც” და მალაიზიის “ჯოჰორ დარულ ტაზიმშიც”, რომელსაც მეორედ აღარ ვახსენებთ, რადგან კაცმა არ იცის ამ სიტყვებს მალაიზიელები როგორ გამოთქვამენ. იქნებ, სულ სხვა რაღაცას ვამბობთ. აიმარმა არგენტინულ გაზეთ “ლა ნასიონს” მისცა...

ცვლილებები ლა ლიგაში
ჩანაწერი

ცვლილებები ლა ლიგაში

ესპანურმა “სპორტმა” კლუბებში გაიკითხ-გამოიკითხა და შეიტყო, რომ მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში რამდენიმე ცვლილება იგეგმება. კეროდ, ჩემპიონისთვის განკუთვნილი თასი პრიმერას გამარჯვებულს დაუყოვნებლივ, გამარჯვების დღესვე გადაეცემა და არა შემდეგი სეზონის პირველ ტურში. ეს ბოლოს მოუღებს დამსახურებული ჯილდოს რამდენიმეთვიან ლოდინს და გაუფასურებასო, წერს გამოცემა. “სპორტი” აგრეთვე წერს, რომ გასულ სეზონში ტელეკამერამ შემთხვევით გადაიღო, როგორ უკვირდათ “რეალის” მოთამაშეებს, ხორვატ ლუკა...

მესი მადრიდშიც მესია!
ჩანაწერი

მესი მადრიდშიც მესია!

მადრიდულმა გაზეთმა “მარკამ” ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა: “2017 წლის 100 საუკეთესო” და აშკარად შემცბარი დარჩა — გაიმარჯვა “ბარსელონას” არგენტინელმა ვარსკვლავმა ლეო მესიმ. ეტყობა, ჩვენი მკითხველის უმეტესობისთვის ინდივიდუალური თამაში გუნდურ წარმატებაზე მაღლა დგასო, დაწერა “მარკამ”. ფაქტია, 2017 წელს “რეალმა”, სადაც მეორე ადგილზე გასული კრიშტიანუ რონალდუ გამოდის, ხუთი დიდი ჯილდო მოიგო, მესის “ბარსელონამ” კი ტიტულები ვერ მოხვეტა, მაგრამ...

ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის
ჩანაწერი

ამ რეკორდს ვეღარავინ მოხსნის

სერ ალექს ფერგიუსონმა თქვა, რომ არსენ ვენგერის რეკორდს ვეღარავინ გააუმჯობესებს. არადა, რა მეტოქეობა ჰქონდათ თავის დროზე. „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა თავკაცმა ფრანგ კოლეგაზე აღმატებით ხარისხში ილაპარაკა. მიზეზი: 31 დეკემბერს ვენგერმა მოხსნა მისი პრემიერლიგური რეკორდი — 810 თამაში გუნდის სათავეში. ფერგიუსონმა თქვა: “ტაშს ვუკრავ არსენს, რომელმაც ჩემი რეკორდი გადაფარა. ეს ფანტასტიკური მიჯნაა. მისი გადალახვა უმაღლესი დონის თავდადებასა...