უდიპლომო სასიძოსი არ იყოს, ბიჭიკო რომ ეთამაშება პატარა ბავშვებს, ისეა ფრანგული პსჟ-ის ფეხბურთელის ამბავი. ფოტოებზე პსჟ-ის 12-წლამდელთა გუნდია, ამ გუნდში კი ერთი კაცი მოგხვდებათ თვალში… მაგრამ კაცი კი არა, ბავშვიაო. მისი სახელ-გვარია ბიჩიაბუ ელ-ჩედაილი და დოკუმენტებიც წარმოუდგენია, რომლის მიხედვითაც 2005 წელს არის დაბადებული. ჰოდა, საერთაშორისო ტურნირზეც უთამაშია. ფიცი გვწამს, სიგრძე გვაკვირვებს.
წელი: 2018
გაიოზ დარსაძე სახლში გაუშვეს
გაიოზ დარსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსებს ვეღარ უხელმძღვანელებს. ფედერაციამ გაათავისუფლა პოსტიდან. დარსაძეს ფეხბურთის ფედერაციაში 1996 წლიდან მუშაობდა მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და მის ხელში იმდენმა აიღო სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია, ვინ მოთვლის. დარსაძის პერიოდში დაიწყო პრო-ლიცენზიის კურსებიც. გაიოზი 53 წლისაა. 2005 წელს ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. დარსაძე ალენ...
საჭორბოროტო კითხვა-პასუხი
ესე იგი, ჩაახუტეს ზიდანს? უკეთესს ვის ჩაახუტებდნენ? მე მაინც იმის მხარეს ვარ, ბიჭის. ბიჭისთვის ჯერ ადრეა. ბიჭის დრო მოვა. რაღა ადრეა, ორჯერ ხომ იყო. მოიცა, შენ რომელ ბიჭზე ამბობ? ბიჭი ერთია, რონალდო. ჰმ… რა, ჰმ? რონალდო რაღა ბიჭია? ბიზონია, ბიჭი კი არა. ბიზონი კარსტენ იანკერია, რონალდო როგორაა ბიზონი? ყოველ შემთხვევაში ბიჭიც არ არის. აბა ვინ...
ზოგი ასე უბერავს
“სანი” წერს, რომ ხამეს როდრიგესმა ცოლი გაუშვა და ამერიკელ პორნოვარსკვლავს კენდრა ლასტს დაუმეგობრდა, ოღონდ… მათი ურთიერთობა “ტვიტერით” შემოიფარგლება და სოციალური ქსელების ფარგლებს, ალბათ ვერც გაცდება. “ბაიერნის” 26 წლის კოლუმბიელი თავდამსხმელის ცოლი გახლდათ ნაკრებში მისი თანაგუნდელის, “არსენალის” მეკარის დავიდ ოსპინას და, დანიელა. მათმა ქორწინებამ ექვს წელიწადს გასტანა. წყვილს გოგონა ჰყავს. საერთოდ, ხამესს “ტვიტერზე” ბევრი მომხმარებლის გამოწერა არ...
კროოსი იქა, ნეიმარი აქა
გავრცელდა ხმა, რომ “პარი სენ ჟერმენისგან” ნეიმარის შესაძენად “რეალი” ტონი კროოსის გაყიდვას აპირებს. ინგლისური პრესა, მეტადრე კი “ექსპრესი” წერს, რომ გერმანელი ნახევარმცველი “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. თურმე, “წითელი ეშმაკები” მას კარგა ხანია ეპატიჟებიან. კომბინაციის მთავარი იდეა ის არის, რომ კროოსის ხელფასი გამოთავისუფლდება და “რეალს” ნეიმარის შესაძენი ფული გამოუჩნდება. ნეიმარი კი მადრიდელთა აზრით მომავალში კრიშტიანუ რონალდუს შეცვლის....
სამპაოლი არგენტინის სანახავად ევროპაში მოდის
არგენტინის ნაკრები “რუსეთი 2018”-ზე პირველ შეხვედრას 16 ივნისს ჩაატარებს. “ოტკრიტიე არენაზე” ანუ იმავე “სპარტაკის” სტადიონზე “ალბისელესტე” ისლანდიას დაუპირისპირდება. არგენტინელთა მწვრთნელმა, 57 წლის ხორხე სამპაოლიმ თავისი წილი ჩემპიონატი უკვე დაიწყო. ის ევროპაში გაემგზავრა, რათა ნაკრების წევრებს ერთხელაც შეავლოს ტრიბუნიდან თვალი და თან ლიონელ მესის, ლუკას ბიგლიას, პაულო დიბალას, მაურო იკარდის და სხვებს შეხვდეს. ის აგრეთვე ნახავს...
დავიდ სილვას გაცდენების მიზეზი
დავიდ სილვა “მანჩესტერ სიტის” ბოლო რამდენიმე შეხვედრაში არ მონაწილეობდა. მიზეზი: მის მეგობარ გოგონას, რომელიც ფეხმძიმობის ბოლო ეტაპზეა, ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. კანარის კუნძულების შვილს გაცდენის ნებართვა მწვრთნელისგან, პეპ გვარდიოლასგან ჰქონდა აღებული. “ის დაბრუნდება, როცა მზად იქნება. პირადი ცხოვრება ყველაფერზე მნიშვნელოვანია” — თქვა გვარდიოლამ. ეს ინფორმაცია ესპანურმა რადიო SER-მა, კერძოდ ჟურნალისტმა ალვარო დე გრადომ გაავრცელა. სილვა ინგლისში დაბრუნდა,...
ქართველი მეკარის უცნაური თავგადასავალი
ანზორ კავაზაშვილს ახალი თაობა არ იცნობს. ძველებსაც კი მიავიწყდათ. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია საზღვარგარეთ (რუსეთში) ცხოვრობს. არადა, იყო დრო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე გახლდათ. ბათუმში დაბადებულ-გაზრდილი კაცია. ბათუმის „დინამოს“ სპორტულ სკოლაში დადიოდა. მერე იყო დედაქალაქური ФШМ (ფე-შე-ემ) და 17 წლისა უკვე თბილისის „დინამოში“ მიიწვიეს. ძირითადშიც კი ათამაშეს, მაგრამ ეტყობა ახალგაზრდა ორგანიზმმა ვერ გაუძლო დატვირთვებს...
შო
2018 წლის პირველი გოლის ავტორი გახდა იაპონიის „იოკოჰამა მარინოსის“ ფორვარდი შო ლტო. იმპერატორის თასის ფინალი „სერესო ოსაკა“ – „იოკოჰამა მარინოსი“ 1 იანვარს ევროპის დროით 06:40-ზე დაიწყო და მერვე წუთზე შო ლტომ ანგარიში გახსნა, თუმცა ოსაკელებმა გაათანაბრეს და დამატებით დროში მოიგეს. იმპერატორის თასის მფლობელი 8 აგვისტოს „კოპა სუდამერკანას“ გამარჯვებულ არგენტინის „ინდეპენდიენტეს“ შეხვდება „სურუგა ბანკის“ თასზე. „სურუგა...
OK
ეგებ ახლა არც ფიქრობთ სპორტზე, არამედ გოჭზე, საცივსა და ღვინოზე. შამპანურიც მომარაგებული გექნებათ და ამ დღეებში ალბათ ჭიქების, ბოკალების, კათხების და ყანწ-ფიალების აწევ-დაწევაში უფრო ვარჯიშობთ, ვიდრე სხვა რამეში. ეს იქნება ჩვენი სპორტი ამ კვირაში… წელიწადი კი მიილია და რა იყო იმ წელიწადში ყველაზე, ყველაზე, ყველაზე დასამახსოვრებელი? რა თქმა უნდა, შავიც ბევრი იყო და თეთრიც. აბა...









