გაიოზ დარსაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა განათლების კურსებს ვეღარ უხელმძღვანელებს. ფედერაციამ გაათავისუფლა პოსტიდან.
დარსაძეს ფეხბურთის ფედერაციაში 1996 წლიდან მუშაობდა მწვრთნელთა განათლების მიმართულებით და მის ხელში იმდენმა აიღო სხვადასხვა კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზია, ვინ მოთვლის. დარსაძის პერიოდში დაიწყო პრო-ლიცენზიის კურსებიც.
გაიოზი 53 წლისაა. 2005 წელს ის საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წვრთნიდა, თუმც მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში. დარსაძე ალენ ჟირესის შემდეგ დაინიშნა, ხოლო თავად დარსაძე კლაუს ტოპმიოლერმა შეცვალა.
ვინ უხელმძღვანელებს კურსებს? ჯერ არ ვიცით, თუმცა შევიტყვეთ, რომ გაიოზ დარსაძე შესაძლოა მოლდოველებმა შეცვალონ, იქამდე კი მწვრთნელთა განათლების კურსებს ვასილ მაისურაძე უხელმძღვანელებსო. ისე, საინტერესო კია მოლდოველებმა ქართველ მწვრთნელებს ისეთი რა უნდა ასწავლონ, რაც ჩვენებმა არ იციან.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები06/11/2026 | 14:26კლოპმა გერმანია დაწურა
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
