გია გურულზე საინტერესო ბიოგრაფიის მქონე ქართველი ფეხბურთელის პოვნა ძალიან ძნელია. ლეგენდარული „დინამო“ და სსრკ-ის ჩემპიონატი, დამოუკიდებელი პირველობისა და ეროვნული ნაკრების გარიჟრაჟი, წარმატებული წლები ევროპაში, მუშაობა ეროვნულ გუნდში და კლუბებში… ამას ისიც დაუმატეთ, რომ უწესიერესი კაცი და საინტერესოდ მოუბარია. ჰოდა, აბა, ციცქნა ინტერვიუ როგორ გამოგვივიდოდა?! – მოდი, „დინამოში“ პირველი ვარჯიშით დავიწყოთ, როცა მოედანზე ლამის საფეხბურთო ღმერთებთან...
წელი: 2018
გიხაროდენ, გიხაროდენ…
„პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელმა უნაი ემერეიმ მათ გასაგონად ილაპარაკა, ვინც პარიზულ კლუბს ფულის ფანტვისა და ფეარ-პლეის წესების დარღვევის გამო აძაგებს. „როცა ესპანეთში ვმუშაობდი, „რეალი“ ყიდულობდა ვარსკვლავებს – ფიგუს, ზიდანს, რონალდოს… იქ არავის არასოდეს უკითხავს თუ საიდან ჰქონდათ ბევრი ფული ან რატომ ხარჯავდნენ ამდენს და ეს ძალიან კარგი იყო პრიმერა დივიზიონისთვის. ახლა, როცა ვარ პარიზში, მსოფლიოს...
ბოსნია სერბ-ხორვატს ჩააბარეს
ბოსნიის ნაკრების მწვრთნელად რობერტ პროსინეჩკი დანიშნეს. გერმანიაში დაბადებული, დედით სერბი და მამით ხორვატი პროსინეჩკი მანამდე აზერბაიჯანის ნაკრებს თავკაცობდა 3 წლის განმავლობაში. აზერბაიჯანამდე მუშაობდა თურქულ „ქაისერში“ ( 2012 – 2013 ) და „ცრევნა ზვეზდაში“ ( 2010 -2012 ). 49 წლის ხორვატი მწვრთნელი კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს და მისი დებიუტი 29 იანვარს აშშ-ს ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში კალიფორნიაში,...
ვენგერი ტელევიზორთან დააბეს
აღელვებულ არსენ ვენგერს „არსენალის“ მწვრთნელის თანამდებობაზე 1207 მატჩი აქვს ჩატარებული და აი, იძულებულია პირველი შეხვედრა გამოტოვოს. ის დასაჯეს. მიზეზი: უპატივცემულობა. 68 წლის ამაგდარი საერთოდ სტადიონზეც ვერ წავა. ვენგერმა გადაწყვიტა, რომ ჯობს კვირას ფეხბურთის ასოციაციის თასზე ნოტინგემში არ გაჰყვეს გუნდს, ვიდრე ოთხშაბათს „კარაბაოს“ თასზე “ჩელსის“ არ დაუხვდეს “ემირეიტზე“. უფრო ზუსტად რისთვის დასაჯეს ფრანგი? მან „არსენალისა“ და...
აფრიკის საუკეთესო!
მოჰამედ სალაჰი! — აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ეგვიპტელი პირველად დაასახელა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად. გამოკითხვაში “ლივერპულის“ ვარსკვლავმა თანაგუნდელ საიდო მანესა და “დორტმუნდის” პიერ-ერიკ ობამეიანგს აჯობა. ამრიგად, სალაჰი ისეთი დიდი მოთამაშეების მარაქაში გაერია, როგორებიც იყვნენ დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო და იაია ტურე. ეგვიპტელი დეკემბერში BBC-ს ვერსიითაც გახდა “შავ კონტინეტზე” წლის საუკეთესო. 25 წლის თავდამსხმელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “რომადან”...
ნეტავ ვინ ააგო, რა ნიჭმა ააგო, ეს რა დოზანაა !
თვალი მომეცი და მაყურებინეო – ისეთი ძეგლი დაუდგეს განელ მაიკლ ესიენს მშობლიურ ქალაქ კუმასიში. გენიოსი სკლუპტორის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ავტორმა რამდენიმე წელი და არაერთი უძილო ღამე შეალია ამ შედევრის შექმნას და ბოლოს და ბოლოს მისმა ნაშრომმა მზის სინათლეც იხილა. „ჩელსის“ მაისურიანი ფეხბურთელის სხეულის პროპორციები შესაძლოა, ოდნავ დარღვეული გეჩვენოთ, მაგრამ ეს ხელს ვერ...
ვინ არის მარქს ლენინი?
17 წლისაა და „ფლამენგოს“ ასაკობრივ გუნდებში არა მხოლოდ კარგი თამაშით, არამედ უცნაური სახელითაც მიიქცია ყურადღება. „მართალი გითხრათ, წარმოდგენა არ მაქვს ვინ არის მარქსი ან ლენინი – თქვა მარქს ლენინ დოს სანტოს გონსალვესმა – მამაჩემს ჰქვია ანტონიო მარკეს გონსალვესი. დედაჩემს სურდა, ჩემთვისაც მარკესი დაერქვა, მაგრამ ზუსტად იგივე რომ არ გამოსულიყო, ცოტა გადააკეთა და გამოიყვანა მარქსი“. „რაც...
ელის არმია
ახალი წლის დღეები თითქოს ჩათავდა. გვარიან ნამთვრალევზე გაიხსენებ მთელ გასულ დღეებს, როდესაც ჭიქა წყალი მიაყოლე და ფსკერი გამოუჩინე. იხსენებ თავგასიებული და ფიქრობ, რომ გამუდმებით სმა მეტად მძიმე რეჟიმი წარსულის და ტოლუმბაშთა ხვედრია. რა რაღა თქვან ფეხბურთელებმა, ვისთვისაც მავან მწვრთნელებს არათუ დალევაზე, პაპიროზის მოწევაზეც კი ჯარიმები დაუწესებიათ? მათ ხომ არ შეუძლიათ, გამოთვრნენ და მერე გაბრუჟული თავით...
არც გოლი გააუქმეს და მწვრთნელიც გააძევეს
ვიდეორეფერი რატომღაც ყველას ის მოწყობილობა ჰგონია, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებას გააუქმებს, მაგრამ მსაჯები ყოველთვის არ ცდებიან. ტურინულ დერბიში, მაგალითად, “ტორინომ” “იუვენტუსის” მეორე გოლი გააპროტესტა და ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმება მოითხოვა. ვაგლახ, ვიდეომსაჯმა გოლი ჩათვლილად დატოვა. ამან “ტორინოს” მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი გააცეცხლა და შედეგად, ის გააძევეს. “იუვენტუსმა” 2:0 მოიგო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა. “ბებერმა ქალბატონმა” თანაქალაქელებს სერია A-ს...
არსენ ვენგერი თავს მოიკლავდა
“არსენალისა” და “ჩელსის” 2:2-ის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე არსენ ვენგერმა თქვა, ეს თამაში რომ წაგვეგო თავს მოვიკლავდიო. “მეთოფეთა” ბოსმა სასაცილო უწოდა პენალტს, რომელიც მსაჯმა ენტონი ტეილორმა ედენ აზარის წაქცევის გამო დაინიშნა. ბელგიელმა თავად გაუტანა თერთმეტმეტრიანი “ლურჯების” ყოფილ მეკარეს პეტრ ჩეხს. ჯობს გოლები თანმიმდევრობით ჩამოვთვალოთ: ანგარიში არსენალელმა ჯეკ უილშირმა გახსნა 63-ე წუთზე; 67-ეზე აზარმა ხსენებული პენალტი...









