ვიდეორეფერი რატომღაც ყველას ის მოწყობილობა ჰგონია, რომელიც მსაჯის გადაწყვეტილებას გააუქმებს, მაგრამ მსაჯები ყოველთვის არ ცდებიან. ტურინულ დერბიში, მაგალითად, “ტორინომ” “იუვენტუსის” მეორე გოლი გააპროტესტა და ეპიზოდის მონიტორზე გადამოწმება მოითხოვა. ვაგლახ, ვიდეომსაჯმა გოლი ჩათვლილად დატოვა. ამან “ტორინოს” მწვრთნელი სინიშა მიჰაილოვიჩი გააცეცხლა და შედეგად, ის გააძევეს.
“იუვენტუსმა” 2:0 მოიგო და იტალიის თასის ნახევარფინალში გავიდა.
“ბებერმა ქალბატონმა” თანაქალაქელებს სერია A-ს შეხვედრაშიც მოუგო 4:0. ტურინული გუნდების ბოლო 25 დაპირისპირებაში “ტორინომ” მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…
