„უოტფორდის” კარში ორი გოლის გატანის შემდეგ ედენ აზარმა „ჩელსის” ფანები სიტყვითაც გაახარა — თქვა, რომ სურს გახდეს კლუბის ლეგენდა, როგორებიც იყვნენ ჯონ ტერი და ფრენკ ლემპარდი. ეს ყველამ აღიქვა, როგორც ბელგიელის გადაწყვეტილება „ლურჯებთან” კონტრაქტი გააგრძელოს, მაგრამ გავიდა სულ რამდენიმე საათი და 27 წლის შემტევმა დასძინა, ზაფხულამდე ხელს არაფერს მოვაწერო. აზარს მოქმედი ხელშეკრულების მიხედვით „სტემფორდ ბრიჯზე” 2019...
წელი: 2018
მე შემეშვი, ლაშას მიხედე…
მიდი აბა, თუ ბიჭი ხარ და ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონს მოუგე… მერე გადი და ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხე… ჩოგბურთის ელიტაში მეტეორივით შეჭრილსაც არ დაუტოვო შანსი… არადა, ეს ყველაფერი იმდენად იოლად და სახეზე ისეთი კეთილი ღიმილით გამოსდის, ხვდები: მისი ნება რომ იყოს ამ პირველობას ყველას უშურველად გაუნაწილებდა. დიდი კაცია და იმიტომ. დიდ კაცს ადამიანურობის საზომით ვამბობ, თორემ...
საბურთალო ახლებით თურქეთსა და ევროპაში
„საბურთალომ“ გასული სეზონი ჩინებულად ჩაატარა, სტაბილურად ლიდერობდა ეროვნული ლიგის ოთხივე წრის განმავლობაში და ჩემპიონატიც ღირსეულადაც მოიგო. „ძალიან პატარები ვართ, როგორც კლუბი. უმაღლეს ლიგაში გამოსვლის გამოცდილება არ გვქონდა, ვფიქრობ, ეს შედეგი ნაადრევად მივიღეთ, თუმცა ამისკენ დიდი ხანია მივდივართ,“ – უთხრა საბურთალოელთა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა კლუბის ოფიციალურ ვებ გვერდს. ნაადრევად მიღებული შედეგის რა მოგახსენოთ, მაგრამ ფაქტია, ყველას...
რუნი „ოლდ ტრეფორდზე” გაჩხრიკეს
ეს ცნობა, რომელიც უშუალოდ ფეხბურთის თამაშს არ ეხება, ალბათ უფრო დასაფიქრებელია. ფოტოზე ხედავთ რაც ხდება: „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა და ყველა დროის საუკეთესეო ბომბარდირი უეინ რუნი „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა თავისი მეგობრისა და თანაგუნდელის ოლე გუნარ სულშერის მხარდასაჭერად — სულშერი ჟოზე მოურინიუს ნაცვლად „იუნაიტედის” დროებით მწვრთნელად დანიშნეს — და მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერში რუნის სტიუარდი კი არა,...
ნატატარი ჯორჯიაში დე ბურს ჩააბარეს
48 წლის ფრანკ დე ბური ამერიკული „ატლანტა იუნაიტედის“ თავკაცად დანიშნეს. ჰოლანდიელმა მწვრთნელმა ჯორჯიის შტატის დედაქალაქის კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა და მუშაობას 1 იანვრიდან შეუდგება. მან არგენტინელი ხერარდო „ტატა“ მარტინო შეცვალა, რომლის ხელშიც გუნდი წლეულს მეიჯორ ლიგის ჩემპიონი გახდა. „აიაქსში“ (2010– 2016) მუშაობის შემდეგ დე ბურმა მილანის „ინტერის“ მწვრთნელობა ითავა, თუმცა 2016 წლის ნოემბერში მოხსნეს ზედიზედ...
ჯანო ორჯერ გაიაფდა
მსოფლიოში არც ისე ბევრი სააგენტოა, რომელიც ფეხბურთელების სატრანსფერო ფასს რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სიზუსტით ითვლის. მათ შორის ყველაზე ავტორიტეტული გერმანული სპეციალისტები არიან. ამჯერად მათ რუსული პრემიერლიგის ფეხბურთელებისთვის მოიცალეს და ზაფხულის შემდეგ პირველად განაახლეს „პრეისკურანტი“. ყველაზე მეტად გაიაფებულ ფეხბურთელთა ათეულში ჯანო ანანიძეც მოხვდა. ზაფხულში მისი სატრანსფერო ფასი 2 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 1 მილიონის ფარგლებშია. მოსკოვის...
თავზარდამცემი იუნაიტედი
„მანჩესტერ იუნაიტედის” დროებით მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს უნდა, რომ მისმა გუნდმა მეტოქეებს შიშის ზარი დასცეს. ნორვეგიელი თავისი წინამორბედის ჟოზე მოურინიუს ეგრეთწოდებულ „უარყოფით ტაქტიკას” მუდმივი შეტევით უპირებს შეცვლას. სულშერმა განაცხადა: „მანჩესტერ იუნაიტედში” კედლებიც კი გაჟღენთილია შემტევი ფილოსოფიით. ეს ამ კლუბის მსოფლმხედველობა და ისტორიაა. ჩვენ სწორედ ასე გვსურს თამაში. გუნდის შეკრებაზე ამის შესახებ ვილაპარაკეთ. როდესაც ერთ გოლს გავიტანთ,...
მაქსი მესა მექსიკაში გადაბარგდა
არგენტინის ნაკრების 26 წლის ნახევარმცველი მაქსიმილიანო იგივე მაქსი მესა არგენტინული „ინდეპენდიენტედან” მექსიკურ „მონტერეიში” გადავიდა. ეს ცნობა საკუთრივ „ინდეპენდიენტემ” დაადასტურა. ბუენოს აირესის პროვინციაში მდებარე საპორტო ქალაქ აველანედას კლუბმა მესას სანაცვლოდ მექსიკელებს 15 მილიონი დოლარი გამოართვა. მესამ, რომელიც ფეხბურთის ქართველ მოყვარულებს მსოფლიოს წლევანდელი ჩემპიონატიდან გვახსოვს, „ინდეპენდიენტეში” ორი წელიწადი გაატარა და გუნდთან ერთად „კოპა სუდამერიკანა” მოიგო. რაც შეეხება...
გაჭიანურებული თერაპია
„ბარსელონას” სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი ფრანგი მცველი, მსოფლიოს ჩემპიონი სამუელ უმტიტი მკურნალობის გასაგრძელებლად კატალონიის დედაქალაქში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმტიტი დაბრუნდება ყატარიდან, სადაც ის თერაპიის კურსს გადიოდა. კლუბში ფრანგის მდგომარეობა ფრიად აწუხებთ. 28 სექტემბრის შემდეგ მცველი დაშავებულია. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. შეხვედრა 1:1 დასრულდა....
ახალი ქართველი მამლუქები
გოგა ბითაძე მონტენეგროს “ბუდუჩნოსტში” გადავიდა. ბუნებრივია, უნიჭიერესი ქართველი კალათბურთელის კარიერული წინსვლა (ევროლიგაში ითამაშებს) ყველას გვახარებს, მაგრამ…. “ბუდუჩნოსტი”, ფაქტობრივად, საქართველოს ნაკრებს ცენტრფორვარდს ართმევს. გოგასთვის მხოლოდ წარმატება გვემეტება, მაგრამ ცვედანი FIBA-ს წყალობით ჩვენი გუნდი წლიდან წლამდე საუკეთესოთა გარეშე დარჩება – ევროლიგის და NBA-ის გუნდები ჩვენს მენაკრებეებს არ გამოუშვებენ, მათ გარეშე კი მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე...