სერხიო რამოსს საკლუბო ფეხბურთში 590 თამაში აქვს ჩატარებული, რომელთაგან 24-ში ის მოედნიდან გააძევეს, მაგრამ… 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მისთვის წითელი ბარათი აღარ ამოუღიათ.
არადა, ერთი წლის წინ, იმ ავბედით დეკემბრის თვეში, „რეალის” კაპიტანი ორჯერ გააგდეს — „ბილბაოსთან” და „დეპორტივოსთან”, მაგრამ მერე რაღაც მოხდა. ალბათ, მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მცველმა საქმისადმი დამოკიდებულება შეცვალა.
სხვათა შორის, 32 წლის რამოსი ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში თამაშისას არასდროს გაუძევებიათ, არადა „ლა როხას” მაისურით ის 161-ჯერ გასულა მოედანზე. აი, კლუბში კი მისი თამაშიდან ნაადრევად გაშვება ყოველთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო.
„რეალში” რომ გადავიდა, რამოსი პირველ სეზონში ოთხჯერ გააგდეს. ასეთი მძლავრრი სტარტის მერე ცენტრალურ მცველს (რომელიც თავიდან ფლანგზე თამაშობდა) ტემპი არ დაუგდია, მაგრამ მიმდინარე სეზონში უკვე 24 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მხოლოდ 5 ყვითელი ბარათი იხილა. ამრიგად, 2018 რამოსის კარიერაში მეორე წელიწადი იყო, რომელიც მან წითლის გარეშე ჩაიარა. პირველ უწითლო წელიწადი კი გახლდათ 2004, როდესაც მან „სევილიაში” დაიწყო კარიერა.
მართალია, სერხიო რამოსი „რეალის” კაპიტანი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოთამაშეა, მაგრამ ამ ბოლოხანს დაირხა ხმები, რომ თუკი „სანტიაგო ბერნაბეუზე” მწვრთნელად ჟოზე მოურინიუს დააბრუნებენ, ის სხვაგან გადავა. ასეთი ხმების დაყრის მიზეზი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს: მოურინიუ ახლახან „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გააგდეს და თავისუფალია, მადრიდელთა მწვრთნელი სანტიაგო სოლარი კი კლუბის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა შეიძლება ზაფხულში მოხსნას თანამდებობიდან. შესაბამისად შანსი იმისა, რომ „ლოს ბლანკოსს” კვლავ „განსაკუთრებული” დაუბრუნონ, არსებობს და ბევრი ექსპერტის აზრით მცირე სულაც არ არის.
მეტიც, გავრცელდა ხმები, რომ მოურინიუმ უკვე ჩამოწერა იმ მოთამაშეების სია, რომლებსაც „სანტიაგო ბერნაბეუზე” მიბრუნების შემთხვევაში გუნდიდან გაუშვებს. ესენია: სერხიო რამოსი, მარსელო, ქარიმ ბენზემა, ისკო და ლუკა მოდრიჩი.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები18/04/2026 | 20:40ლუკა ჩემპიონი
სიახლეები18/04/2026 | 14:59ბითაძე ფლეი ოფში
სიახლეები17/04/2026 | 14:33თბილისში, ბაჰრეინთან…
სიახლეები11/04/2026 | 11:19შედეგიანი მამუ და ბითაძის ორმაგი