წელი: 2018

Home 2018
ჩანაწერი

ჰიონესი მასალას ელის

66 წლის ული ჰიონესი ხელახლა აირჩიეს „ბაიერნის” სამეთვალყურეო საბჭოს ზედამხედველად. ამ თანამდებობაზე ის 2022 წლამდე დარჩება. არავის ეპარება ეჭვი, რომ ჰიონესი 2019 წელს თავის კანდიდატურას „რეკორდმაისტერის” პრეზიდენტობაზეც წამოაყენებს, თუმცა იდეების ხორცშესასხმელად მას რთული წელიწადი ელის. მომავალ ზაფხულს „ბაიერნის” შემადგენლობა სავარაუდოდ ძალიან გადახალისდება. წავლენ 34 წლის არიენ რობენი და 35 წლის ფრენკ რიბერი. თაობათა ცვლამ რაც შეიძლება...

ჩანაწერი

ოლე — მანჩესტერ იუნაიტედის დროებითი მწვრთნელი

„მანჩესტერ იუნაიტედი” დროებით მწვრთნელად თავის ყოფილ ვარსკვლავს ოლე გუნარ სულშერს ნიშნავს. სულშერი ნორვეგიელია. ადრე ქართულ პრესაში სოლსკიაერადაც მოიხსენიებოდა. მას უწოდებდნენ მკვლელს ბავშვის სახით. ის ფორვარდი იყო. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა” გუშინ მწვრთნელის თანამდებობიდან ჟოზე მოურინიუ მოხსნა. „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს უნდოდა დროებითი მწვრთნელის ვინაობა 48 საათში დაესახელებინა, მაგრამ დაფარული ვადაზე ადრე გაცხადდა. საკუთრივ კლუბის...

ჩანაწერი

მოუს ნაცვლად ზიზუ?

რაა გასაკვირი, თუ სპორტული სააგენტოები დღეს დილიდან ლამის LIVE რეჟიმში გადმოსცემენ ცინცხალ ინფორმაციებს „მანჩესტერის“ ბანაკიდან. მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს? და ვინ ჩაანაცვლებს ჟოზე მოურინიუს გლეიზერების სამეფოში? პირველ რიგში ზინედინ ზიდანი ითქვა და თითქმის მაშინვე ლორან ბლანი. მათ სამწვრთნელო მონაცემებს რომ არ გავუყვეთ, ფრანგის დანიშვნა მოურინიუზე აღრენილი ფრანგების დაშოშმინებას ისახავს მიზნადო. არის საფრთხე, რომ პოლ პოგბამ...

ჩანაწერი

ჩვენი ჩისკო ჩვენთან…

ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ თბილისის „დინამოს“ მწვრთნელი ესპანელი ჩისკო გახდება: დინამოელთა ყოფილი შემტევი და საქართველოს ჩემპიონატის ისტორიაში ერთ–ერთი საუკეთესო ლეგიონერი. ჩისკოს „დინამოში“ მოსვლაზე სანდო წყარიდან შევიტყვეთ. რომ კონტრაქტის გაფორმებამდე ოდენ ფორმალობები დარჩა. ჩისკომ 3,5 წელი ითამაშა „დინამოში“ და 129 მატჩში 79 გოლი გაიტანა. თბილისში 2011 წლის ზაფხულში „ლევანტედან“ გადმობარგდა, ხოლო 2014 წლის მიწურულს წავიდა და სამშობლოში,...

ჩანაწერი

დიდი კლუბის გამანადგურებელი!

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზე მოურინიუ მაშინ გაუშვა, როდესაც გუნდი პრემიერლიგის ლიდერს „ლივერპულს” 19 ქულით ჩამორჩებოდა. „მოურინიუ კარგავდა ქულებს და ფეხბურთელების პატივისცემას”, — დაწერა ცხელ გულზე ინგლისელმა ჟურნალისტმა ნილ ეშტონმა. მისი და მრავალი სხვა მიმომხილველისა თუ ჩვეულებრივი გულშემატკივრის აზრით ის ადრეც უნდა გაეგდოთ. „ჟოზე მოურინიუ უკვე მესამე წელიწადს ატარებდა „იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობაზე. ის დიდ კლუბს ანადგურებდა!” ეშტონის...

ჩანაწერი

ჟოზე მოურინიუ გაათავისუფლეს

ჟოზე მოურინიუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. შესაბამისი განცხადება თავად კლუბმა გაავრცელა და აწ უკვე ყოფილ მწვრთნელს წარმატებები უსურვა. 55 წლის სპეციალისტს პოსტი 2016 წლის 27 მაისიდან ეკავა. „მანჩსეტერ იუნაიტედთან“ ერთად მოურინიუმ ინგლისის სუპერთასი, ლიგის თასი და კლუბის ისტორიაში პირველად უეფას ევროპალიგა მოიგო. კლუბში განაცხადეს, რომ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის ვინაობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ....

ჩანაწერი

კოკაინალდუ

მარსელის პოლიცია საუკუნის აღმოჩენის ავტორი გახდა – 17 დეკემბერს ნარკოგამსაღებლის სახლის სარდაფში ნახევარი კილო კანაფი და 50 გრამი კოკანი იპოვა. ეს ამბავი გვერდზე ჩაგვივლიდა, რომ არა შემფუთველის ორიგინალური ხედვა – რატომღაც „იუვენტუსის“ მაისურში გამოწყობილი, დოინჯშემოყრილი კრიშიტიანუ რონალდუს სურათი დაუკრავს შეფუთვაზე. რატომ რონალდუ? ამის გარკვევას პოლიცია გამსაღებელთან ცდილობს, მანამდე კი ვივარაუდოთ, რომ დიზაინერი „იუვეს“ და რონალდუს...

ჩანაწერი

რა უნდოდათ პოგბას და დიბალას პარიზში?

პოლ პოგბას შესახებ დაირხა ხმა, რომ ის „იუვენტუსში” ბრუნდება. ეს ხმა განსაკუთრებით მას მერე გაძლიერდა, რაც ფრანგი პარიზში ჩაფრინდა, სადაც თავის ყოფილ თანაგუნდელს, არგენტინელ პაულო დიბალას შეხვდა. პოგბა და დიბალა სწორედ „იუვეში” თამაშობდნენ ერთად, შემდეგ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედში” გადავიდა, დიბალა კი „ბებერ ქალბატონში” დარჩა. პოგბა პარიზში კვრა საღამოს გაემგზავრა, მას მერე, რაც „იუნაიტედმა” „ლივერპულთან” 1:3...

ჩანაწერი

წილი ასეთია…

„ლივერპული“ – „ბაიერნი“, „ატლეტიკო“ – „იუვენტუსი“, აი, ის წყვილები, რის გამოც ჩემპიონთა ლიგის საგაისო მერვედფინალები განსაკუთრებით დაფასდება… ნიონში გამართულმა წილისყრამ ქომაგს სხვა ექვს წყვილთან ერთად ეს ორი გამორჩეული წყვილი არგუნა. ლივერპული – ბაიერნი ამათ სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ამჟამად, აშკარა ფავორიტები ინგლისელები არიან, თუმცა თებერვლამდე რა იქნება, ღმერთმა უწყის… დღესდღეობით კი „ლივერპული“ არა მხოლოდ „ბაიერნთან“ მატჩის,...

ჩანაწერი

ოქრიაშვილმა კრასნოდარი დაამთავრა

თორნიკე ოქრიაშვილი რუსული კრასნოდარის ფეხბურთელი აღარ არის. ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი შეწყდა. ოქრიაშვილისთვის ასეც სჯობს, რაკიღა საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთერთ ლიდერს თითქმის არ ეძლეოდა თავის გამოჩენის შანსი. „ჩემი კარიერისთვის და განვითარებისთვის ასე სჯობს, თამაში მწყურია და მჯერა შესაფერის გუნდშიც მოვხვდები“ – გვითხრა თორნიკე ოქრიაშვილმა, რომელსაც კრასნოდარში შევეხმიანეთ. თორნიკეს კარგი თვალით უყურებდა გუნდის ახალგაზრდა მწვრთნელი. მას...