რთული დრო უდგას მადრიდის „რეალს”. მართალია, ლა ლიგის ბოლო ტურში მან „რაიო ვალეკანოს” მოუგო (1:0), მაგრამ მაყურებელს გუნდისკენ გული არ მობრუნებია. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრის რაოდენობა იკლებს და იკლებს. „ბერნაბეუზე” 81 044 მაყურებელი ეტევა, მაგრამ შაბათს, თანაქალაქელებთან შეხვედრას სულ 55 229 ადამიანი დაესწრო. მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრებში საშუალო დასწრება 11 ათასი მაყურებლით შემცირდა, ჩემპიონთა ლიგის...
წელი: 2018
ევრა?
„მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი ამბობს, რომ ჟოზე მოურინიუმ მოთამაშეების 90 პროცენტის მხარდაჭერა დაკარგა. თურმე, კლუბის ხელმძღვანელები და თანამშრომლებიც მიიჩნევენ, რომ დროა მწვრთნელი შეიცვალოს. ორი კვირის წინ, როდესაც „იუნაიტედმა” „საუთჰემპტონთან” 2:2 ითამაშა, „განსაკუთრებულმა” პოლ პოგბას ვირუსი უწოდა. „სანმა” შეიტყო, რომ სწორედ მაშინ უთხრა თავის მეგობრებს ფეხბურთელმა, რომელიც მოურინიუსთან კარგ ურთიერთობაშია, რომ მოთამაშეების 90 პროცენტი პორტუგალიელს აღარ...
სალაჰმა აფრიკა აიღო
მოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ლივერპულის შემტევმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ ირგუნა, ეს კი ფრიად იშვიათი რამაა შავ კონტინენტზე, რაკიღა მსგავსი მიღწევა სალაჰამდე მხოლოდ ჯეი ჯეი ოკოჩას ჰქონია. სტაჟიან ქომაგს ეხსომება, ეს კამერუნელი ფეხბურთელი ჩვენებური კახი ცხადაძის თანაგუნდელი გახლდათ გერმანულ აინტრახტში. სალაჰს კონკურენციას „იტალიელი“ აფრიკელები უწევდნენ, თუმც ხმათა უმრავლესობით ეგვიპტელმა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა „იუვენტუსის“...
ჯაშუში ჯეიმს ბონდის მუსიკით
ინგლისური ფეხბურთის ვეტერანმა სტიუარტ პირსმა რომელიც 56 წლისა მოყრილა და რომელსაც Psycho-ს ანუ ფსიქოპატს ეძახდნენ, გადაწყვიტა უახლოესი შვებულება ჩრდილო კორეაში გაატაროს. ფეხბურთელობისას პირსი ძალისმიერი მოთამაშე ბრძანდებოდა, ორთაბრძოლებს არ ერიდებოდა და როგორც ჩანს ეს ხასიათი კარიერის დამთავრების მერეც გაჰყვა. ჩრდილო კორეაში გამგზავრებაც ხომ რისკიან ქცევას უფრო ჰგავს, ვიდრე დასვენებას. ინგლისის ნაკრებისა და „ნოტინგემ ფორესტის” ყოფილმა ვარსკვლავმა თქვა:...
სიურპრიზი სერ ალექსისთვის
გუშინ, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი საშობაო სადილად ქალაქ მანჩესტერის ახალ, მოდურ რესტორან The Ivy-ს მიადგა, თურმე შესასვლელთან სიურპრიზი ელოდა. სიურპიზს ერქვა პოლ სქოულზი, გარი ნევილი, ნიკი ბათი და რაიან გიგზი — მისი დიდი გუნდის დიდი ვარსკვლავები. ეს ოთხი ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა მწვრთნელმა იმ ბავშვების გუნდიდან აიყვანა, მერე „კლასი 92″ რომ შეარქვეს. ბიჭები (თუ ყოფილი ბიჭები,...
მოკლეს!
შემზარავი რამ მოხდა არგენტინის ქალაქ პოსადასში, რომელიც მისიონესის პროვინციაში მდებარეობს. გასულ კვირას, 9 დეკემბერს, მადრიდში ჩატარებული „კოპა ლიბერტადორესის” მეორე ფინალური შეხვედრის დამთავრებიდან ფაქტობრივად წუთების შემდეგ, „ბოკა ხუნიორსის” ორმა ფანმა „რივერ პლეიტის” გულშემატკივარი მოკლა. მათ 21 წლის ესეკიელ აარონ ნერისს დანაც დაარტყეს და წიხლებითაც შედგნენ. აღსანიშნავია, რომ ნერისი ორიოდ თვის წინ მოტოცილკით ავარიაში მოხვედრილა და ნაოპერაციევი...
რაჰიმი და მედია
რო გითხრათ, სულ არ ვგიჟდები რაჰიმ სტერლინგის ფეხბურთზე. საერთოდ, დღევანდელი ფეხბურთით გაგიჟება ძნელია. როგორც ერთმა ჭკვიანმა კაცმა თქვა: დაჟე ის იცი, მესი რას გააკეთებს, წამოვა აქედან და შევა ცენტრში. ამის მიუხედავად. ქვეყნად ჯერ კიდევ იმდენი ფეხბურთელია, რომ რაღა რაჰიმი. ანდა, ვისაც ძველი ჯადოქრობა ახსოვს, რაღა რაჰიმი. მაგრამ ის ჩაგრული კაცი გამოვიდა. ნორმალურად უბერავს და შეჭამეს,...
კაცი მთვარეზე წაიქცა
ოლიმპიური ჯილდო მთვარეზე სიმაღლეზე ხტომისთვის – საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა სპეციალური ჯილდო ასტრონავტ ჩარლზ დიუკს გადასცა. დიუკი პირველი ადამიანია, რომელმაც მთვარეზე სპორტით დაკავება გადაწყვიტა. 1972 წელს აპოლო 16-ის ექსპედიიცის დროს დიუკმა და ჯონ იანგმა დედამიწის თანამგზავრის ზედაპირზე სიმაღლეზე ხტომაში შეჯიბრი მოაწყეს, რამაც „მთვარის ოლიმპიადის“ სახელი მიიღო იმავე წელს მიუნხენში ჩატარებული ოლიმპიადის საპატივცემულოდ. თომას...
„ბაიერნს” „ლივერპულთან” შანსი არ აქვს
„ბაიერნმა” ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც იმას ნიშნავს, რომ წილსყრა სხვა ჯგუფების პირველადგილოსნებს აარიდებს. მეორე მხრივ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ფლეი-ოფში მას სუსტი მეტოქე შეხვდება. საკმარისია გავიხსენოთ, რომ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს ისეთმა გუნდებმა, როგორებიც არიან „მანჩესტერ იუნაიტედი”, „ტოტენჰემ ჰოთსპური”, „რომა”, „ლიონი”, „ატლეტიკო” და „ლივერპული”. „შპორტ ბილდის” აზრით ჩამოთვლილთაგან ყველაზე სახიფათო...
ბარსელონაში ლონდონელები სცემეს
როგორც ირკვევა, „კამპ ნოუზე” ბარსელონელმა სტიუარდებმა და სპეცრაზმელებმა „ტოტენჰემ ჰოთსპურის” ფანები ხელჯოხებით სცემეს. ლაპარაკია სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაზე, რომელიც 1:1 დასრულდა. ამ ინციდენტის დამადასტურებელი ვიდეო „სფურზის” მავანმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში დაპოსტა. ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, რამ გამოიწვია შეხლა-შემოხლა, თუმცა კადრებში ჩანს, რომ ლონდონელები არაფერს აშავებენ, ბარსელონელი ძალოვნები კი მათ ხელჯოხებს ურტყამენ. ფანმა, რომელსაც ჰქვია...