რთული დრო უდგას მადრიდის „რეალს”. მართალია, ლა ლიგის ბოლო ტურში მან „რაიო ვალეკანოს” მოუგო (1:0), მაგრამ მაყურებელს გუნდისკენ გული არ მობრუნებია. „სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრის რაოდენობა იკლებს და იკლებს.
„ბერნაბეუზე” 81 044 მაყურებელი ეტევა, მაგრამ შაბათს, თანაქალაქელებთან შეხვედრას სულ 55 229 ადამიანი დაესწრო. მიმდინარე სეზონში, ესპანეთის ჩემპიონატის შეხვედრებში საშუალო დასწრება 11 ათასი მაყურებლით შემცირდა, ჩემპიონთა ლიგის მატჩებში კი 5509-ით.
მოსკოვის ცსკა-სთან შინ 0:3 დამარცხებას 51 636 გულშემატკივარი ადევნებდა თვალს.
ყურადღება მიაქციეს იმასაც, რომ ამ სეზონში „ბერნაბეუზე” ანშლაგი არ ყოფილა. ყველაზე მეტი ხალხი „ატლეტიკოსთან” დერბის დაესწრო — 78 672.
მადრიდში ჩატარებული 12 თამაშიდან შვიდში ტრიბუნებზე 60 ათასზე ნაკლები მაყურებელი იჯდა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური04/11/2026 | 16:08სანდრო მოედანზე, გოგა სკამზე
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:47ევროპის შანსი
აქეთურ-იქითური29/10/2026 | 21:52ბასილაშვილი ალკარასს ვერ მოერია
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 22:54შემდეგი ალკარასია…