მოჰამედ სალაჰი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.ლივერპულის შემტევმა ეს ჯილდო ზედიზედ მეორედ ირგუნა, ეს კი ფრიად იშვიათი რამაა შავ კონტინენტზე, რაკიღა მსგავსი მიღწევა სალაჰამდე მხოლოდ ჯეი ჯეი ოკოჩას ჰქონია.
სტაჟიან ქომაგს ეხსომება, ეს კამერუნელი ფეხბურთელი ჩვენებური კახი ცხადაძის თანაგუნდელი გახლდათ გერმანულ აინტრახტში.
სალაჰს კონკურენციას „იტალიელი“ აფრიკელები უწევდნენ, თუმც ხმათა უმრავლესობით ეგვიპტელმა დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა „იუვენტუსის“ მაროკოელი მეჰდი ბენატია და „ნაპოლის“ სენეგალელი კალიდუ კულიბალი.
სხვათა შორის ეს უკანასკნელი, სალაჰმა „ლივერპული“- „ნაპოლის“ სალიგო დრამატული მატჩის დროსაც ჩამოიტოვა, როცა გადამწყვეტი გოლი გაუტანა ნეაპოლელებს.
მოჰამედ სალაჰის წარმატება კი მართლაც კანონზომიერია – „ლივერპულის“ შემტევმა გასულ სეზონში 52 მატჩში 44 გოლის გატანა შეძლო.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს