ჯერომ ბოატენგმა თავისი ყოფილი მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იაია ტურეს ბრალდებისგან დაიცვა. როგორც იცით, „მანჩესტერ სიტიდან” წასვლის შემდეგ ტურემ კატალონიელ მწვრთნელს რასისტობა დააბრალა. გერმანიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა კი ESPN-თან ინტერვიუში თქვა: „ტურეს შეხედულებებს ვერანაირად ვერ გავიზიარებ”. 35 წლის ტურეს „სიტისთან” რვაწლიანი თანამშრომლობა ამ ზაფხულს დაუმთავრდა. ის უკმაყოფილოა, რომ საჩემპიონო სეზონში გვარდიოლამ მას მხოლოდ 17-ჯერ მისცა პრემიერლიგის...
რას თამაშობს საქართველო?
საფეხბურთო კულინარია ანუ ფეხბურთი ვერტიკალურია და თანაც ბრუნვადი, “შერეკილებიდან” ბიძია-ბაბუას ტყუილად როდი დავესესხე. ნებისმიერ სფეროში ეპოქას შერეკილები ქმნიდნენ და “გაფრენამდე” მათი არავის სწამდა. ფეხბურთშიც ასე იყო და ასეა. ბრაზილიური “დუბლ ვე”, იტალიური “კატენაჩო”, ჰოლანდიური “ტოტალური ფეხბურთი”… რუსებსაც კი ჰქონდათ საკუთარი “ბეი-ბეგი!”. ყველა ქვეყანას კულინარიასავით საკუთარი რეცეპტი შემოჰქონდა საერთო სამზარეულოში. იყო დრო და მომენტი… დრო და...
იოზილი დაშავდა
მესუთ იოზილი უკვე ოთხი დღეა არ ვარჯიშობს და მკურნალობს, რათა მსოფლიოს ჩემპიონატს ჯანმრთელად შეხვდეს. „ბილდი” წერს, რომ ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები. გასულ შაბათს გერმანიის ნაკრებმა ავსტრიასთან გამართა ამხანაგური მატჩი, 1:2 დამარცხდა, ის ერთი გოლი კი სწორედ „არსენალის” ნახევარმცველმა გაიტანა, თუმცა ამ შეხვედრის 76-ე წუთზე ის შეცვალეს კიდეც. იოზილი პირველ ტაიმში „უოტფორდის”...
გაბუტული ძმები ჩარლტონები
ინგლისური ფეხბურთის ლეგენდები სერ ბობი და ჯეკ ჩარლტონები თანაგუნდელი რეი უილსონის გასვენებაში შეხვდნენ ერთმანეთს. ამას ასე საგანგებოდ იმიტომ ვამბობთ, რომ ძმები ჩარლტონები ოჯახური კონფლიქტის გამო ერთმანეთს წლობით არ ხვდებიან. უილსონი, რომელსაც ბევრი სტაჟიანი გულშემატკივარი და ჟურნალისტი ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მარცხენა მცველად მიიჩნევს, დემენციით იყო ავად და მაისის ბოლოს 83 წლისა გარდაიცვალა. რაც შეეხება ჩარლტონების...
ფირმინო: სერხიო რამოსმა იდიოტობა თქვა
რობერტო ფირმინომ სერხიო რამოსს იდიოტი უწოდაო, წერს მსოფლიო პრესა. მიზეზი რამოსის ცინიკური კომენტარი გახლდათ. მას მერე, რას „რეალის” კაპიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოჰამედ სალაჰის შემდეგ მეკარე ლორის კარიუსის დაშავებაც დაბრალდა და ითქვა, რამოსთან შეტაკება რომ არა კარიუსი ორ საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებდაო, ესპანელმა სარკასტულად იხუმრა: „ახლა მხოლოდ ის დარჩა ფირმინომ თქვას რამოსის ოფლი შემომესხა და...
ცეკვა-თამაში მელბურნში
მელბურნში ცამეტკაცას, იგივე რაგბილიგის მთავარი სერია დაიწყო, რომელიც თავის პოპულარობით ჯიბეში ჩაისვამს რაგბის აღნიშნული სახეობის საკლუბო პირველობებს და თვით მსოფლიო თასსაც კი, რომელიც შარშან, წლის ბოლოს, უკვე მერამდენედ, ავტრალიამ მოიგო. რაგბილიგის მთავარ სეირს “სთეით ოფ ორიჯინ” ეწოდება და ჩვენებურად “ფესვები” ან “შინ დაბრუნება” შეგვიძლია ვუწოდოთ (ქართული ტერმინის დაზუსტებაში მკითხველსაც შეუძლია წილი დაიდოს და ვარიანტები მოგვაწოდოს)....
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
ბიჭები ქალებისთვის მზად არიან
მექსიკაში სკანდალია: შოტლანდიასთან ამხანაგური თამაშის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატზე მიმავალი ნაკრების ფეხბურთელები ღამით მეძავებში გავარდნენ. არადა, მონდიალის დაწყებამდე სულ ცოტაღა დარჩა. პრესას გაახსენდა, რომ 2011 წლის „კოპა ამერიკას” წინ დაახლოებით ასეთივე ლაღობის გამო მექსიკელთა რვა ფეხბურთელი საერთოდ გააგდეს გუნდიდან. მექსიკური ჟურნალი TV Notas წერს — ფეხბურთელებმა იმიტომ გაინავარდეს, რომ სქოთებთან შინ 1:0 გამარჯვების შემდეგ ეროვნული გუნდის...
საქართველო: ჯუჯასთვის ჯუჯა, ყაზახეთისთვის – აზერბაიჯანი
საქართველოს ნაკრებმა მოულოდნელად წააგო ჯუჯა ლუქსემბურგთან. მოულოდნელად ჩვენთვის, თორემ, რამდენიმე დღის წინ სამსოფლიოდ შემართულ სენეგალთან არ წამგები გუნდისგან გამარჯვებას ითხოვდნენ იქაურები და აკი მოახერხეს ის, რაც აქამდე არასდროს გაეკეთებინათ-პირველად დაამარცხეს ქართველები. ქართულ-ლუქსემბურგული ამხანაგური რკენა აქამდე სამ მატჩს ითვლიდა და აქედან ერთი უგოლო ფრის წილ, ორი მოგებული გვქონდა. ამხანაგურების ოსტატმა ვლადიმირ ვაისმა საამმატჩოდ ერთბაშად რვა ფეხბურთელი...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ნახე, “ჩელსიმ”? ვნახე, ვნახე და ახალი სადარდებელი გამიჩნდა. რა? რა და მალე ევროპის ჩემპიონატს გააუქმებენ. რატომ? რაღა რატომ, “არსენალი”რომ “ჩელსის” შეხვდება, საფრანგეთი და იტალია არ არის? რაღად უნდა ევროპის ჩემპიონატი? მარტო იტალია და საფრანგეთი რას ეყოფა? იქედან “ბლექბერნი” და “მანჩესტერი” წამოეშველება თავისი ნორვეგიელებით, იქედან “ვესტ ჰემი” და ვინმეები ხორვატებით და სხვა ვინ თამაშობს ევროპაში ფეხბურთს?...









