დროის კარგვა სისულელეა. ფლორენტინო პერესი და „რეალის” დირექტორატის წევრები ზინედინ ზიდანის გადადგომიდან ორიოდ საათში ტელეფონს მიუსხდნენ და ახალი მწვრთნელის ძიებას შეუდგნენ. „მარკასთვის” დაზუსტებით არის ცნობილი, რომ მათ იმავე დღეს დაურეკეს მაურისიო პოჩეტინიოსა და იოაჰიმ ლიოვს. პოჩეტინიო პირველია ვისი სახელიც „რეალის” ოფისში გაახსენდათ. თუ არგენტინელი დათანხმდება, ჩათვალეთ, რომ მადრიდელებს გაუმართლათ და ყველაფერი იოლად აეწყოთ. გუშინ დაიწერა,...
